workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოატენგი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა

ბოატენგი “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოსაა

იტალიური “სასუოლოს” შემტევი ნახევარმცველმა, კევინ-პრინც ბოატენგმა კარიერა, შესაძლოა, “ბარსელონაში” გააგრძელოს.

იტალიელი გავლენიანი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ 31 წლის შემტევი კატალონიაში გადაბარგებასთან ახლოსაა.

“ბარსელონაში” ფიქრობენ, რომ განელი ფეხბურთელი გუნდის შეტევითი პოტენციალის გაძლიერებას შეძლებს.

წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “სასუოლოსთან” ფეხბურთელის იჯარაზე მოილაპარაკეს, შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს სეზონის ბოლოს ფეხბურთელის 8 მილიონ ევროდ გამოსყიდვაც.

ბოატენგმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Dursun
    schedule 22 იან 2019, 10:03
    #7

    არ ვიცი ვის როგორ მარა საკმაოდ კარგი ფეხბურთელია,ამის თამაშები მე მილანში მახსოვს გლიჯავდა

  • giorgi1983
    schedule 21 იან 2019, 22:10
    #6

    ესღა გვაკლდა ნეტა რისთვის უნდათ

  • gurgenidze
    schedule 21 იან 2019, 20:41
    #5

    Amas ro.dros.micemen eg axlagqzrdebs micej ratgvunda es kayarzisi.. gava 3 weli da mere naxet ra dagvemarteba…. messi.buskeci pike da suaresi agar jqneba da eseni kode .moxucebs yuduloben . Es kiara deligti deiongi da vunem.axalgazrdaa mosayvanj shetevashj

  • saba_xavi
    schedule 21 იან 2019, 17:54
    #4

    კათარზისი ვართ რა უკვე. ისე ერთი კი კაი თხარა ამან აბიდალს და ვალდესს 😀

  • Don_Andresito
    schedule 21 იან 2019, 17:31
    #3

    ამას რო გოლები გაქონდა რავი, რა დამავიწყებს, მილანი ლეჩეს 1 მრჩებოდა და 0-3 დან თამაში მოატრიალა. ერთმანეთზე მაგარი გოლები იტანა. იმის მერე მევასებოდა. მერე ბარსას რა გოლი გაუტანა, აბიდალი ბურთიანად რო გაიყოლა. ეხლა მაგრად მობერდა და აღარ მინახავს ამის კარგი გოლი. ლას პალმასში შეაგდო 10 გოლი მარა ბოლო 2 წელია აინტრახტშიც და სასუოლოშიც ძლივსღა დაგორავს. თან ფორვარდიც არაა რო ვთქვათ. უფრო კოუს სტილია პოზიციით. რამდენად გაგვაძლიერებს არ ვიცი. ველა მერჩივნა მარა იყოს ესეც. მუნირზე უკეთ კი შემოვა. მებრძოლიც არის.

  • sandman
    schedule 21 იან 2019, 17:21
    #2

    გადმოსულია ეს , სქაი სპორტსცმაც დაწერა , ბარსაში მიბრძანდება სასუოლოს გენ დირექტორიო , ძალიან მაგარი ტრანსფერია , თან იჯარით აგვყავს 6 თვით

  • barsa
    schedule 21 იან 2019, 17:18
    #1

    გოლები კი გააქვს ლამაზი💪