გუშინდელ შეხვედრაში, “ლეგანესის” კარი უკანასკნელად “ბარსელონას” არგენტინელმა შემტევმა, ლიონელ მესიმ აიღო, მისთვის ეს ლა ლიგაში 401-ე გოლია.
აღსანიშნავია, რომ მესი გუშინ სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა, გოლის გატანა კი შეცვლაზე შემოსულმა უკანასკნელ წუთებზე მოახერხა. არგენტინელმა ცვლილებაზე შემოსვლით უკვე კარიერაში 22-ე გოლი გაიტანა, რაც “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილს ხულიო სალინასი იკავებს – 18 გოლი.
მესიმ ასევე მოახერხა ლა ლიგის ზედიზედ 6 შეხვედრაში გატანა, ეს კი მიმდინარე გათამაშების საუკეთესო მაჩვენებელია.
გამარჯობათ, გილოცავთ ყველაფერს ერთად მოგვიანებით, საიტზე დიდი ხანია შემოვდივარ მაგრამ კომენტარს პირველად ვწერ, წარმატებები ამ წელს თქვენც და ბარსასაც
მესი ყოველთვის მაგარია მაგრამ ამ სეზონში მაგარი მონდომებულია, იმედია ტიტულებით დახუნძლული სეზონი ექნება
შეუდარებელი