დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ლუკას პერესი – მუნირის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი

ლუკას პერესი – მუნირის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი

“ბარსელონა” უკვე “სევილიას” თავდამსხმელის, მუნირ ელ ჰადადის შეცვლის კიდევ ერთი კანდიდატი ჰყავს და ეს “ვესტ ჰემის” შემტევი ლუკას პერესია.

23 წლის მუნირმა “ბარსელონა” რამდენიმე დღის წინ დატოვა. კატალონიელებმა, რა თქმა უნდა, მისი შემცვლელის ძებნა დაიწყეს და მათ, “ჟირონას” თავდამსხმელის, კრისტიან სტუანის გარდა, პერესის სახით მეორე კანდიდატი უკვე ჰყავთ.

ლუკას პერესს ლა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 30 წლის ფორვარდს ესპანეთში “დეპორტივოს” შემადგენლობაში უთამაშია. ანდალუსიური Estadio Deportivo-ს ცნობით, ის “ვესტ ჰემში” სათამაშო დროით კმაყოფილი არაა და პრიმერაში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს.

ლუკას პერესის შეძენის სურვილს, “ბარსელონას” გარდა, “ბეტისი”, “ვალენსია” და “ატლეტიკოც” გამოთქვამენ. კატალონიურ Diario Sport-ს თუ დავუჯერებთ, “ბარსაში” პერესის გადასვლა უფრო რეალურია, ვიდრე სტუანის ტრანსფერი. “ჟირონას” 32 წლის შემტევის შემთხვევაში პრობლემა შედარებით მაღალი ფასია.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 16 იან 2019, 19:50

    ბლა ბლა ბლა ესაო, ისაო ალბას შემცვლელიო, სუარესის შემცვლელიო მოკლედ უკვე ამერია რამდენი გვარი ითქვა ამასობაში 17 რიცხვი მოვიდა 2 კვირაც აღარ რჩება და რას ლაპარაკობენ ამდენს მოიყვანონ მოსაყვანები თუ არა ნუღა ლაპარაკობენ საქმე გააკეთეთ თქვე უდღეურებოოოო…
    აფსუს ლაპორტა სად წახვედი რა გინდოდა რა პოლიტიკოსობა მოინდომე….

  • sergio busquets5
    schedule 16 იან 2019, 11:55

    ახალგაზრდა მოიყვანონ და თან შეცვლის სუარეზს . მაგალითად ვერნერი

  • Mელა
    schedule 16 იან 2019, 09:31

    ეს უბრალოდ მორიგი ჭორია და მეტი არაფერი..

  • Don_Andresito
    schedule 16 იან 2019, 09:03

    არადა სტუანი ბევრად კლასნია სხვებზე მარა სტარიკია.