workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გავის უარი მანჩესტერ იუნაიტედს

გავის უარი მანჩესტერ იუნაიტედს

bolt მოკლედ
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ბარსელონას" 22 წლის ნახევარმცველმა გავიმ "მანჩესტერ იუნაიტედის" შეთავაზება დაბლოკა. ინგლისური კლუბი ესპანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადასახდელად იყო მზად.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება და კლუბები შემადგენლობის გასაძლიერებლად თავიანთ სარეზერვო სიებს კიდევ ერთხელ უბრუნდებიან. იმავე დღეს, როდესაც “ბარსელონამ” როდრი ერნანდესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა (რითაც ალბათ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის ხაზი შეიქმნა), ინგლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” კატალონიელთა ნახევარმცველის, გავის დამატება სცადა, თუმცა უშედეგოდ.

კერიკის ინტერესი და უარყოფილი შეთავაზება

Daily Mirror-ის მტკიცებით, გავიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი თქვა. ინგლისური კლუბი 22 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადასახდელად იყო მზად.

ამავე წყაროს ცნობით, მანკუნიანელთა მთავარ მწვრთნელს, მაიკლ კერიკს უმაღლესი დონის ნახევარმცველის დამატება სურს. ახალბედა მსოფლიო ჩემპიონი გავი კი, რომელსაც 2021 წლიდან ელიტაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, მის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა.

კონკურენცია “ბარსელონას” ნახევარდაცვაში

თუმცა, როგორც Daily Mirror აღნიშნავს, გავის სურს “ბარსელონაში”, უმაღლესი დონის ნახევარდაცვაში ზრდის გაგრძელება. კატალონიურ კლუბში სათამაშო წუთების გაყოფა როდრის, პედრი გონსალესს, მარკ ბერნალსა და გავის მოუწევთ. ამასთან, მარკ კასადო უკვე ტრანსფერზეა დაყენებული, ხოლო ფრენკი დე იონგი მუხლის ტრავმის გამო კვლავ ლაზარეთში რჩება.

რაც შეეხება “მანჩესტერ იუნაიტედს”, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე დაიმატეს იური ტილემანსისა და ანდრეი სანტოსის დონის მოთამაშეები, კლუბის ხელმძღვანელობას ნახევარდაცვის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 20 აგვ 2026, 03:00
    #9

    მაგას თავის დროზე მიუნხენის ბაიერნისთვის და პრინცესა ლეონორისთვის აქვს უარი ნათქვამი და მანჩესტერ იუნაიტედიო😂

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 20 აგვ 2026, 00:03
    #7

    ვინ ურჩია ამას თმები ვარდისფრად შეიღებეო🙉

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 20 აგვ 2026, 00:16
      #8

      მართლა რა საზიზღარი ფერია, ან საერთოდ კაცისთვის თმის ღებვა რა თემაა ვერ ვხვდები.

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 19 აგვ 2026, 22:48
    #6

    60 მაინც ღირს ინგლისის ფასებით.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 19 აგვ 2026, 20:02
    #4

    ორმოცი მილიონი კერიკს გაუკეთეთ ტრაკში. ამათი თავხედი დედებს შევეცი, 49 მილიონს აუთჩიკებს აძმევწნ ინგლისში. ნაგლი სირები ბლიად🖕🏿🤬

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 19 აგვ 2026, 19:35
    #3

    ბავარიასაც მოუნდა დავაი გაასხით აქედან გავი არ იყიდება🤬

    • PUIOL5
      PUIOL5 კულე
      schedule 19 აგვ 2026, 21:14
      #5

      ბავარიაში გაშვება ცუდი არ იქნება, დაახლოებით 3 წლის მერე 50 მილიონად გამოსყიდვის უფლებით, გერმანელები მოხოდავენ კარგად. ბარსაში სკამზე უნდა იჯდეს

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 19 აგვ 2026, 19:04
    #2

    40 მილიონი 🤣🤣🤣 ვახ ჩემი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 19 აგვ 2026, 18:51
    #1

    მაგარი მებრძოლი ბიჭია გავი, მაგრად მიყვარს იმიტო რო სულით და გულით კულეა, ასე თუ ისე რესურსი გვექნება დიდი და სათამაშო წუთებს მიიღებს.