“ლევანტეს” მთავარმა მწვრთნელმა, პაკო ლოპესმა, “ბარსელონასთან” ხვალ გასამართი მატჩის განაცხადი შეადგინა და გუნდის რეგულარული შემადგენლობის 3 წევრი სიის მიღმა დატოვა. ასე რომ, ვალენსიელები, “ბარსას” მსგავსად, გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებენ, რადგან მთავარი ყურადღება მაინც ჩემპიონატს ეთმობა.
ენის ბარდი, როხერ მარტი და რობერ პიერი დაისვენებენ, დანარჩენი ფეხბურთელებისგან შემდგარი “ლევანტეს” განაცხადი კი ასე გამოიყურება:
ოლასაბალი, კოკე ვეგასი, აიტორ ფერნანდესი, ტონიო, ჩემა, კოკე, პოსტიგო, კაბაკო, პედრო ლოპესი, დუკურე, მოსეს სიმონი, პრჩიჩი, ხოსე ლუის მორალესი, როჩინა, ხასონ რომესეირო, კამპანია, მაიორალი, დვამენა და ემანუელ ბოატენგი.
მატჩი ხვალ ღამით, თბილისის დროით 00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
კიდე უნდათ ამათ 5 გოლიი🤗😂
გავანადგუროთ უნდა
Yეეეს რაკეტა ისვენებს
იციან მაინც ვერ გაგვცდებიან და თავი რაღატო გადაიღალონ
პირველივე მატჩში უნდა გაფაწყდეს ყველაფერი