workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად შვიდმა რეზერვისტმა ივარჯიშა

“ბარსელონას” ძირითად გუნდთან ერთად შვიდმა რეზერვისტმა ივარჯიშა

დღეს, “ბარსელონამ” წლის მეორე სავარჯიშო სესია გამართა, რომელშიც მონაწილეობა პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად შვიდმა რეზერვისტმა მიიღო.  ერნესტო ვალვერდეს განკარგულებაში ინიაკი პენია, ხუან მირანდა, ჩუმი, მუსა ვაგე, ორიოლ ბუსკეტსი, ალექს კოლადო და რიკი პუჩი იყვნენ. 

წინა ვარჯიშის მსგავსად, ყურადღება “ხეტაფესთან” 6 იანვარს გასამართი მატჩისთვის მომზადებას დაეთმო. 

პარასკევს, “მინი ესტადიზე” ღია ვარჯიში გაიმართება, ამის შემდეგ კი ფეხბურთელები და კლუბის სხვა წევრები ბარსელონას საავადმყოფოებს ესტუმრებიან. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward