workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ევერტონი” მალკომით დაინტერესდა

“ევერტონი” მალკომით დაინტერესდა

“ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, მალკომმა, მერსესაიდული “ევერტონის” ყურადღება მიიქცია, იტყობინება Marca.

ინგლისელებს 21 წლის ფეხბურთელის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდათ, როდესაც ის “ბორდოში” თამაშობდა. ახლა კი “ევერტონი” მალკომის ტრანსფერის განხორციელებას კვლავ განიხილავს.

ახალგაზრდა შემტევი “ბარსელონაში” სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის, მაგრამ ის “კამპ ნოუზე” დარჩენას მინიმუმ სეზონის დასრულებამდე აპირებს.

მანამდე კი ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა “გუანჩჟოუ ევერგრანდმა”, სადაც პაულინიო თამაშობს, კატალონიურ კლუბს, მალკომის სანაცვლოდ, 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Don_Andresito
    schedule 03 იან 2019, 18:13
    #1

    ევერტონს ბარსას ჩამოწერილი საქონელი რატო ევასება ესე ძაან? ეგენი 50 ის გადამხდელები არ არიან იჯარით ენდომებათ. ამიტო დაახვიონ. ან რიჩარილსონში გაგვიცვალონ