workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ”, შესაძლოა, კიდევ ერთი მცველი შეიძინოს

“ბარსელონამ”, შესაძლოა, კიდევ ერთი მცველი შეიძინოს

“ბარსელონამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს. ამის მიზეზი სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმალენის ტრავმებია.

Le 10 Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებმა დაცვის ცენტრი ხეისონ მურილიოთი უკვე გააძლიერეს, ისინი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ისევ განაგრძობენ. “ბარსელონას” რადარზე 2 უკანახაზელი იმყოფება – როდრიგო კაიო (“ფლამენგო”) და ჟან-კლერ ტოდიბო (“ტულუზი”).

დღეისათვის ერნესტო ვალვერდეს, უმტიტისა და ვერმალენის ტრავმების გამო, განკარგულებაში 3 ცენტრალური მცველი ჰყავს – ჟერარ პიკე, კლემან ლანგლე და ხეისონ მურილიო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward