მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერნან ლამბერტიმ მესის და საკუთარი მაისურის ტატუ გაიკეთა

ერნან ლამბერტიმ მესის და საკუთარი მაისურის ტატუ გაიკეთა

ლიონელ მესის პირადი გულშემატკივრების ნაწილი ფეხბურთელის სიყვარულს არაორდინალური გზებით საკმაოდ ხშირად გამოხატავს, მისი ტატუების გაკეთება კი ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. თუმცა, როცა ამას პროფესიონალი ფეხბურთელი აკეთებს, თანაც “ბარსელონელის” ნაცნობი, ეს აღნიშვნის ღირსია.

34 წლის არგენტინელ ნახევარმცველს, ერნან ლამბერტის და მესის საერთო თმის სტილისტი ჰყავთ. ლამბერტიმ “ბარსას” კაპიტანს მისი მაისური გადასცა, რომლითაც არენტინულ “ალდოსივიში” თამაშობდა. მესიმ მაისურთან ერთად ფოტო გადაიღო და ფეხბურთელს გაუგზავნა, მან კი ხელზე ამ ფოტოს ტატუ გაიკეთა. 

ლამბერტის მაისური ლეო მესის ოთახში ისეთი მოთამაშეების ფორმების გვერდით დაიკავებს ადგილს, როგორებიც არიან ლუის სუარესი, რაული, დანი ალვესი და ფრანჩესკო ტოტი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • NN
    schedule 25 დეკ 2018, 00:16

    მესის მაისურევიბკოლექციის ოთახიაქვს და ამ ჩამონათვალის გარფა კიდევ ბევრისბგვერდით იქნება