AS-ზე დაყრდნობით კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ჩინეთიდან სარფიანი შეთავაზება მიიღო – 65 მილიონი ევრო ბრაზილიელი ვინგერის, მალკომის სანაცვლოდ.
მალკომი, რომელიც “ბარსამ” სულ რამდენიმე თვის წინ დაიმატა, ჩინეთის სუპერ ლიგის რამდენიმე კლუბს აინტერესებს, მათ შორის “გუანჩჟოუ ევერგრანდს”, სადაც “ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი, პაულინიო თამაშობს.
ფეხბურთელს ორი არჩევანი აქვს: აზიაში გადავიდეს და სათამაშო პრაქტიკა მიიღოს ლიგაში, რომელშიც სუსტი კონკურენციაა თუ კატალონიაში დარჩეს და საკუთარი თავის დასამკვიდრებლად იბრძოლოს.
სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილის განმავლობაში, მალკომი ტრავმირებული იყო. ბოლოს მან დაზიანება ესპანეთის თასზე, “კულტურალ ლეონესასთან” მატჩში მიიღო.




ცოდოა ჩინეთისთვიის 😤ნიჭიერია ძაან თან ახალგაზრდა და იყოს.მოსიჯნოს 9-ზე ამ ვალოდიამ რა მოუვაა
არნაირად არ გადავა ჩინეთში.ახლაგარდაა თან..65 ამაში ევროპელი გრანდებიც გადაიხდიან.ვის ინტერესზეც იწერებოდა
კარგი ბიჭია, მონდომებული, მაგრამ "პატარაა", კრტიჩი უკეთესი იყო მაგ ასაკში, და რატომ არ გაიზარდა? ამ კითხვაზე დირექტორატი უნდა დაფიქრდეს და არა ჩვენ ვიხოკოთ ლოყები…
რა სისულელეა ჯერ აქ უნდა იყოს
mag fasad martiali mogviva. mgoni jobia malcoms mara malcomic ras izams vin icis
თუ მართალია ინფოა, გასაყიდია 65 მილიონად,