მერსესაიდული “ევერტონი” “ბარსელონას” ნახევარმცველის, ანდრე გომეშის გამოსყიდვას აპირებს, რომელიც ამ მომენტისთვის, ინგლისურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს.
Football Espana-ს ინფორმაციით, “ევერტონში” დარწმუნებულები არიან, რომ ისინი შემდეგ ზაფხულში პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენას შეძლებენ. გომეშის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ კატალონიური კლუბი მზადაა ის გაცილებით ნაკლებ ფასად გაყიდოს.
“ევერტონმა” ანდრე გომეში იჯარით გასულ ზაფხულს, 2,5 მილიონ ევროდ, გამოსყიდვის უფლების გარეშე აიყვანა. 25 წლის მოთამაშემ, მიმდინარე სეზონში, ინგლისის პრემიერ-ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი ქმედებით თავი ვერ გამოიჩინა და ერთი ყვითელი ბარათი მიიღო.
კარგია ათამაშდა ისევ გომეშიტო… კარგი ადამიანია და გამიხარდება მისი წარმატებები. თვითონაც დაისვენებს და ჩვენც დაგვასვენებს
სხვათაშორის შესანიშნავად ათამაშდა
ევერტონში სულ ძირითადშია
aucileblad mosashorebelia es minimum 30-40 milionii unda mostxovon
rabio da deiongii movlenn da es vis raa chems peresad undaa
ეს იგროკი უბრალოდ ბარსაში ვერ ჩაჯდა სქემაში და არც ვალვერდე გამოდგა საკმარისი კვალიფიკაციის. ევერტონში კი მან სრულად აღიდგინა კონდიცია და ბრწყინავს, განსაკუთრებით ბოლო 3-4 თამაშებში (ჩელსი და ლივერპულთან) და ზაფხულშიც დაჟინებით ითხოვდნენ ევერტონელები მის სრულფასოვან ამოსყიდვას მაგრამ უარი მიიღეს მიტო რომ ხედავენ ბარსაში მის დიდ პოტენციალს და თუ ასე გააგრძელა სეზონის ბოლომდის აუცილებლად დავიბრუნებთ სამპერის და რაფინიას სანაცვლოდ სანამ ის ალკასერივით არ დავკარგეთ.