workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მერკადო: მესის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ

მერკადო: მესის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ

“სევილიას” და არგენტინის ნაკრების მცველი, გაბრიელ მერკადო იმედოვნებს, რომ “ბარსელონას” კაპიტანი ეროვნულ გუნდში დაბრუნდება. 

“მესის მთელი არგენტინა უცდის. უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის. 

ლეოს მიერ აღებულ შესვენებას თავისი მიზეზი აქვს და ეს გასაგებია, მისი დაბრუნება კი უმნიშნველოვანესი იქნება.

ნაკრებს ბოლო სამი მწვრთნელის ხელმძღვანელობის დროს უჭირს. ხორხე სამპაოლი აქ საკუთარი იდეების დასანერგად მოვიდა, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატზე გეგმების განხორციელება ვერ მოვახერხეთ. 

მუნდიალის მოგება ჩვენი ოცნება იყო, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან რთულია. იგივე მიზანი სხვებსაც ჰქონდათ, თანაც არგენტინაზე განსაკუთრებულად დიდი წნეხი იყო, რადგან წინა თასზე ფინალში დავმარცხდით”. – ციტირებს მერკადოს სიტყვებს Sport360. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Barcelona 2002
    schedule 30 ნოე 2018, 01:35
    #1

    სამპაოლის იდეები არ გაიშვა:)))