workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას ქომაგი ვარ; ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ” | ხორხე სამპაოლი

“ბარსელონას ქომაგი ვარ; ვიმედოვნებ, ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ” | ხორხე სამპაოლი

არგენტინელმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ ბარსელონაზე ისაუბრა.

ბარსას გაწვრთნა? ეს შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ბარსელონას თამაშებს გულშემატკივრის რანგში ვუყურებ. ვიმედოვნებ, ისინი ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას მოიგებენ.

2017 წელს კატალონიურ გრანდს ჩემთვის ოფიციალური წინადადებით არ მოუმართავს. თანაც, არგენტინის ნაკრებიდან შემოთავაზება უკვე მქონდა.

კოპა დელ რეის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ვუყურე. ასევე, მინდა, ინტერთან განმეორებით მატჩს დავესწრო.

ჰანსი ფლიკის ბარსა ბუნებრივი და თავისუფალია. მჯერა, რომ ეს ფეხბურთელები წნეხის გარეშე თამაშობენ, რაც რთულია. ამ გუნდს აქვს იარაღი, რომელიც ბურთის კარგად ფლობასა და მეტოქისთვის ნებისმიერ მომენტში ზიანის მიყენებას გულისხმობს. ბარსელონას ძლიერი მენტალიტეტი აქვს და მატჩების შემოტრიალება შეუძლია.

ბევრ გუნდს ბურთის ფლობა არ სურს და უბრალოდ იმედოვნებენ, რომ მეტოქე შეცდება. ეს ფილოსოფია არ მომწონს – არ მიყვარს, როცა რაღაცას ელოდებიან, ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღო.

გაკვირვებული ვარ, რომ ფლიკმა ასეთ მოკლე დროში გუნდი დიდებულად აათამაშა. ვფიქრობ, ამ პროექტში სიმწიფე გამოიკვეთა, რაც გერმანელს დაეხმარა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, თავისი დამსახურებაა.

პედრი, ფერმინი, დე იონგი, იამალი და რაფინიაც ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, როგორიც ეროვნულ გუნდში მათგან არ გვინახავს – ეს მწვრთნელის გარშემო აგებულ კონცეფციასთან და იმ ემოციურ-სოციალურ კავშირებთანაა დაკავშირებული, რომელიც ბარსაში შეიქმნა.

ამჟამად ბარსელონა, პარი სენ-ჟერმენთან ერთად, საუკეთესო გუნდია. ლუის ენრიკესაც ჰყავს მოთამაშეები, რომლებიც სტაბილურობას ინარჩუნებენ. ვფიქრობ, პსჟ ბარსაზე სოლიდურია, მაგრამ ისეთი კრეატიული არაა, როგორიც ფლიკის კოლექტივი, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს დემბელე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავთ. ბარსელონასა და პსჟ-ს ბურთის ქონის არ ეშინიათ.

როცა დიდი ინტენსივობით უტევ, დაცვაში ხარვეზები ნორმალურია. ამ დროს მეტოქე მხოლოდ იმ სივრცეზეა ფოკუსირებული, რომელსაც ბარსა ტოვებს. ინტერთან მატჩში სწორედ ეს მოხდა, ისევე, როგორც რეალ მადრიდთან.

მეტოქე ხვდება, რომ თავი თუნდაც 8 კაცით დაიცვას, ბარსელონა მათ კართან მაინც მიაღწევს. ზოგჯერ ემოციები იმდენად დიდია, რომ მოთამაშეებს არ შეუძლიათ, ბარსას აწეულ დაცვას გაუმკლავდნენ.

შესაძლოა, ახლა, საკუთარ მოედანზე, ინტერი მიხვდეს, რომ ბარსელონას მაღალი ხაზის გარღვევა არა მხოლოდ ფლანგებიდან, არამედ სიღრმიდანაც შეიძლება, და ამის შესრულებას შეეცადოს.

არ მგონია, რომ იტალიაში გასამართი მატჩი განსხვავებული იქნება. ვფიქრობ, შეხვედრა იგივე სცენარით წარიმართება, რადგან ბარსელონა ყველგან ერთნაირად თამაშობს – მნიშვნელობა არ აქვს, სად არიან.

— განაცხადა არგენტინელმა.

სამპაოლის ლა ლიგაშიც უმუშავია – ის 2016-2017 და 2022-2023 წლებში სევილიას წვრთნიდა. არგენტინელმა თავისი გუნდი ბარსელონას წინააღმდეგ 5 მატჩში გაიყვანა და ხუთივე წააგო, 13 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

65 წლის სპეციალისტი ამჟამად უმუშევარია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 05 მაი 2025, 20:06
    #3

    კარგი კაცი ხარ ხორხე, მაგრამ ჩილეში და სევილიაში მშვენიერი იყავი, მერე რა დაგემართა?

  • nika 54
    schedule 05 მაი 2025, 09:33
    #2

    რას ერჩით, ყველაფერს მშვენივრად აანალიზებს. საწყენია რო არგენტინის ნაკრებში ვერ გამოიჩინა თავი და ლეოს 4 წელი ტყუილად დააკარგინა.

  • Golden boy
    schedule 05 მაი 2025, 09:12
    #1

    რაღა შორეული პერსპექტივა დაბერდი შეჩემა,
    აწი მე უფრო მაქვს შანსი ბარსას მწვრთნელი გავხდე ვიდრე შენ😁