მარსელი ბარსელონას 2 ფეხბურთელით დაინტერესდა

მარსელი ბარსელონას 2 ფეხბურთელით დაინტერესდა

გუშინწინ გამართულ ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად “ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და კატალონიური გუნდი ფეხბურთელების დამატებას შეძლებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ “ბლაუგრანა” უსარგებლო ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებას გადაიფიქრებს.

“ბარსას” ისევ ჭირდება, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას. მათ შორის არიან კლემან ლანგლე და მარტინ ბრეითუეიტი. AS-ის ცნობით მათი დამატებით ფრანგული “მარსელის” მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი დაინტერესდა.

“მარსელის” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტაა, რომელიც ამავე თანამდებობაზე “ბარსელონაში” 5 წლის განმავლობაში მუშაობდა, მანამდე კი კატალონიელთა კარს 8 წლის განმავლობაში იცავდა. მისი ფაქტორის გამო კლუბებს შორის კარგი ურთიერთობაა.

მადრიდული გამოცემის ცნობით საქმე უფრო წინ ლანგლეს ტრანსფერთან დაკავშირებითაა წასული. 26 წლის მცველი მომდევნო სეზონში სათამაშო დროის მიღებაზე ფიქრობს. რაც შეეხება ბრეითუეიტს, ცნობილია, რომ ის “ბარსელონადან” წასვლას არ აპირებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • nikusha
    19 ივნ 2022, 18:45

    ისე რა კარგ გუნდს კრავს სამპაოლი

    გუნდში ჰყავს: გუენდოზი, მილიკი, ლუის ენრიქე, პაიე, ბაკამბუ, უნდერი, დე ლა ფუენტე, კოლაშინაცი, მანდადა, ტოლეირა. ამათ თუ დაემატება ლენგლე და ბრაითა მარსელისთვის იდეალური შემადგენლობა იქნება

  • DesmondHume
    18 ივნ 2022, 20:43

    ისედაც მარსელისკენ ვარ საფრანგეთში და ამათ თუ წაიყვანენ ხო საერთოდ გადავირევი სიხარულისგან

  • nika 54
    18 ივნ 2022, 17:10

    დროზე გაასხან ამ უნამუსოებმა, როგორ ვერ გაძღნენ მუქთი ფულით ცოტა თავმოყვარეობა ხო უნდა ქონდეთ.

  • M10 S9 D11
    18 ივნ 2022, 14:33

    შეუფუთეთ და გაატანეთ

  • EL MAESTRO 6
    18 ივნ 2022, 14:33

    აუ ლენგლე და ბრაითა თუ წაიყვანესდა მაგათკენ ვარ ჩემპიონატში, ისედაც პსჟს დედაც ვატირე

  • Albicelecte
    18 ივნ 2022, 14:18

    კარგია, სამშობლოში დაბრუნდება კლიმენტი;
    ჰოდა ლეოს ცუდვით ეხლა სამპაოლის გამოწარებს ცხოვრებას smiley smiley

  • CuleTillIDie
    18 ივნ 2022, 13:38

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    კი, სალიბა ძაან დონეა, თან ამ ასაკში. ცაციაა მგონი და არაუხოსთან იდეალური დუეტი იქნებოდა 😍 მაგრამ ამავდროულად რაღაც წყევლა ადევს ამ ფრანგებს ჩვენთან :დდ ანრის მერე ფრანგს რო გაემართლოს ბარსელონაში არ მახსენდება

  • CuleTillIDie
    18 ივნ 2022, 13:17

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    სალიბაც და გენდუზიც არსენალის ფეხბურთელებია, იჯარით არიან მარსელში. გენდუზის გამოსყიდვას აპირებს მარსელი და სალიბა დიდი ალბათობით არსენალში დარჩება, თვითონაც აქვს ნათქვამი

    ან სალიბა და გენდუზის ლანგლე და ბრეითვეიტში გაცვლას მარტო ჩვენისნაირი მმართველობა თუ დათანხდება მარტო 🤣🤣🤣

  • barcaforever
    18 ივნ 2022, 13:13

    ლანგლეში 20 🍋 როავიღოთ კაია

  • El pistolero 9
    18 ივნ 2022, 13:05

    სუბისარეტას დამსახურება იყო მეკარეების პრობლემის აღმოფხვრა. ვალდესი გავუშვით და შტეგენი-ბრავოს დუეტი მივიღეთ სანაცვლოდ. პლუს რაკიტიჩის და სუარესის ტრანსფერები გაჩარხა და ბართომეუმ გააგდო!!! იფიქრონ ამ კაცის დაბრუნებაზე. მარსელიც კარგად თამაშობს და ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი ყავს. ბევრმაც მანდ მოუმატა. პაიე, უნდერი, მილიკი, გენდუზი… თან კარგ ფეხბურთსაც თამაშობენ. ლენგლეს თუ მოგვაშორებენ ლიგა 1 ში მაგათ ვუქომაგებ საერთოდ ( ლეოს დიდი პატივისცემა ჩემგან, მაგრამ პსჟ-ს რანაირად უნდა ვუგულშემატკივრო)