გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “პარი სენ-ჟერმენმა” “ლივერპული” მიიღო. მასპინძელთა შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა ადრიან რაბიო, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის სატრანსფერო საგას. ფაქტია, ფრანგი ნახევარმცველისთვის გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო ნელ-ნელა იწურება და სულ მალე მას საბოლოო არჩევნის გაკეთება მოუწევს.
კატალონიური გრანდი 23 წლის ფეხბურთელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და ზაფხულში მისი უფასოდ დამატება სურს, თუმცა მის არც ზამთარში შეძენას გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ რაბიოს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გუნდში მისი თამაშის ხარისხი ძალიან მოსწონთ.
გუშინ, ფრანგული პრესის ცნობით, რაბიოს სასტარტო შემადგენლობაში ვერმოხვედრის შემდეგ მან ტუხელთან კიდევ ერთხელ იკამათა. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უარყო:
“ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა და არა შეტყობინება. ყველა, ვინც თამაშს დაიწყებს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინიც, ვინც ცვლილებაზე შემლენ. მინდა, რომ მოედანზე მარკინიოსიც იყოს, კიმპემბეც და ტიაგოც, რაბიო კი ვფიქრობ თამაშის ბოლო წუთებში მოედანზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.”
თუმცა, ეს გუშინ რაბიოს ერთადერთი ინციდენტი არ ყოფილა. როცა ფეხბურთელი პსჟ-ს საშინაო არენაზე მივიდა, გულშემატკივრებმა დაუსტვინეს და წასვლისკენაც მოუწოდეს: “წადი ბარსელონაში!”
რაბიომ უკვე პსჟ-ს რამდენიმე შეთავაზება უარყო. ცოტა ხნის წინ, პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი მშობლიურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოს იყო, თუმცა, ახლა ყველაფერი ისევ “ბარსასთვის” სასიკეთოდ შემოტრიალდა და კატალონიელებიც მოთმინებით ელოდებიან ბოლო თვეების გასვლას.
ufasod datreva idealuri iqneba. 60 mainc girs. mara tu de jongs daikideben ar gvawyobs.
nachuqars cxens kbilii aresinjebaa..😂
magram es martlac msuyee lukmaa ufasodd😋😋😋