ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” ესპანელმა უნივერსალმა, სერჟი რობერტომ ტრავმა მიიღო, რის გამოც ის 3-4 კვირას გამოტოვებს. ეს ნიშნავს, რომ 26 წლის ფეხბურთელი 2018 წელს მოედანზე ვეღარ გავა.
რობერტოს სულ 7 თამაშის გამოტოვება მოუწევს. აქედან 3 ნაკლებად მნიშვნელოვანია. საუბარი გვაქვს ჩემპიონთა ლიგისა (პსვ-სთან გასვლა და “ტოტენჰემთან” სახლში) და ესპანეთის თასზე (“კულტურალ ლეონესა” სახლში) გასამართ შეხვედრებზე. ვალვერდეს გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს, ხოლო თასზე, ქვედადივიზიონელ “კულტურალ ლეონესასთან” სტუმრად 1:0 აქვს მოგებული.
რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს: რობერტო “ვილიარეალთან”, “ესპანიოლთან”, “ლევანტესთან” და “სელტასთან” ვერ ითამაშებს.
კიდევ კარგი მესი დაბრუნდა თუარა მარჯვენა ფლანგი ჩამკვდარი იქნებოდა
ეს უნდა იყოს ნახევარდაცვაში და სერიოზულად შეძლებდა განვითარებას. ბურთსაც მაგრად იღებს, გადაწყვეტილებასაც სწრაფად იღებს და ზუსტი პასიც აქვს, ერთ ქერა ხეს ასნავნოის იგროკად რომ გვყავს არცერთი შეუძლია.
სემედუს რა მინუსებიც აქვს მარჯვენა ფლანგზე ამისთვის ისინი პლიუსია და პირიქით, რობერტოს მინუსები სემედუს პლიუსებია.
სემედუ რომ დაეყენებინა წინა სეზონში წესიერად იქნებოდნენ ეგ და ვეგა მაგ პოზიციის ხალხი და ეს ნახევარდაცვაში გაინავარდებდა.
ახლა კიდე ორი ჩამოუყალიბებელი მარჯვენა მცველი გვყავს. ყველაფერი კი იმიტლ მოხდა რომ ბართოშა მთხლეს არ უნდა ბენფიკაზზე 5ლიმონის გადახდა. რამდენადაც ვიცი სეზო ში 20თამაშს თუ ჩაატარებს სემედუ 90წუთს 5ლიმომს ვუხდით. 4წელზეა ეგ პირობა გათვლილ