დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
გამპერის თასი schedule 22:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალ აჰლი ლოგო

ალ აჰლი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” უკვე ზედიზედ 11 მატჩია გოლს უშვებს

“ბარსელონა” უკვე ზედიზედ 11 მატჩია გოლს უშვებს

ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრა მადრიდის “ატლეტიკოსა” და კატალონიის “ბარსელონას” შორის.

მატჩი ფრედ (1-1) დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიეგო კოშტას მიერ 78-ე წუთზე გატანილი, ანგარიშის გამხსნელი გოლი ტერ შტეგენის კარში ზედიზედ მეთერთმეტე შეხვედრაში გაშვებულია.

“ბარსელონამ” წინა სეზონი აბსოლუტურად განსხვავებულად დაიწყო და დაამთავრა, ტერ შტეგენის მშრალმა მატჩებმა კი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასეთი იყო სეზონის დასაწყისიც, როცა გუნდმა ორი შეხვედრა გოლგაუშვებლად მოიგო – “ალავესთან” 3-0 და “ვალიადოლიდთან” 1-0. მას შემდეგ, კატალონიელთა მეკარემ ვერც ერთ მატჩში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა: “უესკა” (2), “სოსიედადი” (1), “ჟირონა” (2), “ლეგანესი” (2), “ატლეტიკი” (1), “ვალენსია” (1), “სევილია” (2), “რეალი” (1), “რაიო” (2) და “ბეტისი” (4). ამ სიას კი ჯერ-ჯერობით “როხიბლანკო” ასრულებს, რომელმაც კატალონიური კლუბის დაცვაში არსებული პრობლემების გამოყენება მოახერხა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • givi pavlovichi
    schedule 25 ნოე 2018, 15:55

    შტეგომ უნდა დაისვენოს და მხარი მოირჩინოს.

  • მარიამ მერაბიშვილი
    schedule 25 ნოე 2018, 15:27

    მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენი ბოლო ორ თამაშში უკიდეგანოდ არადამაჯერებელია, მაინც ყველაზე ნაკლებად მიუძღვის წვლილი გაშვებულ ბურთებში.

    ისე თუ ცოტას დაისვენებს, კარგი იქნება. გადაწვავენ ამ უბედურს! ცოტა დრო სილესენსაც უნდა მიეცეს, არაფერი დაშავდება, თუ ჭე კლასის კლუბებთან დააყენებენ.

  • SUAREZ EL PISTOLERO
    schedule 25 ნოე 2018, 15:05

    უშეცდომო არავინ არის და არც შტეგენია გამონაკლისი, ზე კლასის მეკარეა და ორი მატჩის ჩაგდება ეპატიება. ნ1 არის შტეგო ჩემთვის და ვინც არ მეთანხმებით არარის საჩირო კომენტარებში დისკუსია.

  • sophykere
    schedule 25 ნოე 2018, 14:57

    ბევრჯერაც გადაგვარჩინა ამ 11 მატჩში თორე მეტს გავუშვბდით :დ რამდენიმე შეცდომის გამო ნუ იცით ხოლმე ფეხბურთელის ჩაწიხვლა. დაცვასაც შეხედეთ ჯერ,და შტეგენის დონის კიპერზე ოცნებობენ სხვები

  • Don_Andresito
    schedule 25 ნოე 2018, 14:09

    ბეტისთან წაგება ძლივს მოვინელე და სად ჩაიჩოქე დღეს ჰა. გუნდი არც გვიტევდა როგორ მოვახერხეთ გოლის გაშვება. შტეგოს ერთი შეცდომაც და გადაჯდეს უნდა სკამზე ცოტა ხნიტ. მეტი რაღა უნდა მოხდეს რო სილეს შანსი ვმიეცეს. შტეგენს არაფერს ვერჩი მაინც ზე დონეა. პროსტა სილე მეცოდება

  • nika 54
    schedule 25 ნოე 2018, 13:50

    ხოდა მოკითხეთ ამ ხელშეუხებელ გერმანელს, ეხლაც ხელებს შორის გაუშვა თავით თითქმის წაქცეულისგან დარტყმული და ბეტისთანაც პირდაპირ ხელებში წასული ბურთი ისე აუვარდა რო კარებში ჩაეშვა, ვალვერდემ რო ხანდახან დაასვენოს შტეგენი უკეთესი იქნება ისევ ამისთვის, აღარ მოდუნდება ასე.

  • Messi, Iniesta
    schedule 25 ნოე 2018, 13:02

    სიმართლე უნდა ითქვას, ეს ტერშტეგენი საერთოდ გადებილდა რა სჭირს?! ან ეს ვალო კარებში სილესენს რატო არ აყენებს არ მესმის, კაცი ფრინავს ჰოლანდიის ნაკრებში,თასზეც რა სეივები გააკეთა ყველამ ვნახეთ, ვფიქრობ შტეგენმა უნდა დაისვენოს! სილესენის კარში არ დაყენება დიდი შეცდომაა ვალვერდეს მხრიდან! wink

  • SHOTAMESSI10
    schedule 25 ნოე 2018, 11:59

    ერთ კითხვას დავსვავ. როგორც კი დაბრუნდა უმტიტი ეგრევე ძირითადში რატომ დააყენა როცა უმტიტის გარეშე ლენგლე უფრო უკეთესი იყო

  • sergio busquets5
    schedule 25 ნოე 2018, 03:22

    ვალვერდე რა გამოქინძებული მწვრთნელია გუნდი ძალით ფრეზე სათამაშოდ გაიყვანა დროზე უნდა გაააჯვას ბარსადან ის ფეხბურთი რასაც ბარსა თამაშობს ძალიან გულის ამრევი თამაშია

  • jigliga
    schedule 25 ნოე 2018, 02:49

    ხოდა დროა სილენსენი ჩადგეს ცოტახნიტ კარებში და დაისვენებს ეს იმასაც სათამაშო დრო ექნება და ყველა ბედნიერი იქნება 😀

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 25 ნოე 2018, 02:41

    შტეგენი რომ არა 10-ჯერ უფრო მეტი გოლი გვექნებოდა გაშვებული