“ბარსელონას” ესპანური პრესა კიდევ ერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს უკავშირებს.
ემერსონ აპარესიდო ლეიტ დე სუზა ჯუნიორი 19 წლის მარჯვენა გარემარბია, რომელიც “ატლეტიკო მინეიროში” თამაშობს. ბოლო დროს, “ბარსელონას” აგენტები 183 სმ სიმაღლის ფეხბურთელს აკვირდებიან და მათ შორის ანდრე კურიც, კლუბის წარმომადგენელი ბრაზილიაში. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ “ბარსაში” ამჟამად არაევროკავშირელი ფეხბურთელების ლიმიტი ამოწურულია. მიუხედავად ამისა, კატალონიური გრანდი, ისევე როგორც პსჟ, “არსენალი” და “ბენფიკა”, ემერსონის ნაჩვენები თამაშის ხარისხით მოხიბლულია.
მარცხენა გარემარბები გამოილია ფეხბურთში? რას გადაეკიდნენ ამ მემარცხენეებს როცა მარცხენა ფლანზე არ გვყავს ნორმალური მოთამაშეები🤔😒