2002 წლის 16 მარტს, პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ “კამპ ნოუზე” “რეალის” მაისურით გავიდა სათამაშოდ. მატში, რომელიც 1:1 დასრულდა, ფიგუ ვერ ახერხებდა მშვიდად თამაშს, რადგან გულშემატკივრები მას სხვადასხვა სახის საგნებს ესროდნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა პორტუგალიელს ღორის თავიც კი ესროლა.
1938 წლის 16 მარტის ღამეს, სამოქალაქო ომის დროს, ფაშისტებმა “ბარსელონას” ოფისში ბომბი შეაგდეს. კონსიერჟი ხოსეპ კუბალესი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა კლუბის არქივში არსებული მასალების გადარჩენას.
1930 წლის 16 მარტს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი, “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკთან” გასვლაზე დამარცხდა ანგარიშით 3:4, რითიც კატალონიელებმა ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგეს. საბოლოოდ, “ბარსა” მე-2 ადგილზე გავიდა. ბასკეთში გამართული შეხვედრის 25-ე წუთზე, მასპინძლები 3:0 იგებდნენ, მაგრამ კატალონიელებმა ოთხ წუთში მოახერხეს გათანაბრება. “ატლეტიკმა” გამარჯვების გოლი 82-ე წუთზე გაიტანა გილერმო გოროსტისასის ზუსტი დარტყმით.


