“ბარსა ბ”-ს კაპიტანმა, ფერან სარსანედასმა “ესპანიოლ ბ”-სთან მატჩის დასაწყისში ტრავმა მიიღო და 25-ე წუთზე მოედნის იძულებით დატოვება მოუხდა. ნახევარმცველს მყესი გაუწყდა.
კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მას უახლოეს დღეებში ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, გამოჯანმრთელების პროცესი კი დაახლოებით 5 თვე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ სარსანედასისთვის ასეთი მძიმე ტრავმა უცხო არ არის. მას გასულ სეზონშიც საკმაოდ დიდი დრო გაუცდა.
რატო იზრდებიან ფიზიკურად ასე სუსტები ვინმემ გამაგებინეთ. ბოლო დროს ვინც გამოჩნდა ლამასიიდან ყველა ტრავმებმა გაანადგურა. ზოგიერთს უბრალოდ ძლიერი ზურგი ყავდა და გაქაჩა. თუნდა ძმები რაფინია და ტიაგო. ერთადერთი რობერტოა ნაკლებად ტრავმიანი მაგრამ დასაწყისში ისიც ხშირად ილეწებოდა. ცოტა ფიზიკურ მომზადებასაც უბდა მიაქქციონ ყურადღება. მყესები ასე უბრალოდ არ უწყდებათ სპორტსმენებს, წლებით ადრე ეწყება ყველას ტკივილები და უნდა მიხედონ ეგრევე. თან ფიზიკური მომზადება მარტო ლამასიას კი არა ძირითად გუნდსაც აკლია. ან ექიმებს მიხედონ ან ფიზიოთერაპევტებს. ფაქტია მხოლოდ ექიმების პრაქტიკაზე მუშაობენ.