ინტერვიუ ერიკ აბიდალთან

ინტერვიუ ერიკ აბიდალთან

“ბარსელონას” სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალი, კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს და მიანიშნებს, თუ რა შემთხვევაში დარჩება კლუბი ერნესტო ვალვერდეთი კმაყოფილი.

“ბარსელონას” სპორტული დირექტორობა რთულია, რადგან აქ ყველაფერი სწორად უნდა გააკეთო.

როდესაც “ბარსელონა” ფეხბურთელის ყიდვას ცდილობს, ფასი მატულობს. თუ არ გინდა ეს მოხდეს, ფეხბურთელს პირველმა უნდა მიაგნო.

არიან კლუბები, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მათი გაყიდვის მიზნით იმატებენ. ჩვენ მათ შორის არ ვართ. ჩვენ ვყიდულობთ ახალგაზრდებს და გვინდა ისინი ჩვენთან 10, 12 ან 15 წლით დარჩნენ.

შემდეგ მოდის კლუბის ფილოსოფია. ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს არ შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და გაიბრწყინოს.

ფეხბურთელებს იმიტომ ვყიდულობთ, რომ ისინი გვჭირდებიან. თუმცა, მე მწვრთნელი არ ვარ და მათ თამაშის გარანტიას ვერ მივცემ. ისინი ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დაიხარჯონ.

მან, ვინც ჩვენთან მოდის, იცის, რომ აქ საუკეთესო ფეხბურთელები დახვდებიან. მათ კონკურენცია მოუწევთ და მომწონს, როგორ ძლევენ ისინი ამ კონკურენციას.

ძნელია, ფეხბურთელი კლუბის დატოვებაში დაარწმუნო, მაგრამ ვფიქრობ, ვინც დაგვტოვა, მაინც ბედნიერია.

პირველ გუნდში ცოტა ფეხბურთელის ყოლა ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს მეტი შანსი ექნებათ.

ხშირად გვესმის, რომ “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები საკმარისად კარგები არიან და მათ პირველ გუნდში უკვე უნდა ითამაშონ. ეს ასე არ ხდება. ბ გუნდსა და პირველ გუნდს შორის დიდი სხვაობაა. გვინდა, დაწინაურების დროს, ფეხბურთელი მზად იყოს.

მესი სამაგალითოა. ის უბრალოდ ნიჭიერი არაა, არამედ კარგი ადამიანიცაა. ის ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერს მოედანზე ამტკიცებს.

ყოველთვის ვამბობდით, რომ მესის ლაპარაკი არ სჭირდება. ყველამ იცის როდისაა ის ბედნიერი და როდის გაბრაზებული.

დემბელე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ადაპტაცია სჭირდება. ვფიქრობ, გასახდელში ის მოსწონთ, მაგრამ მან უკეთ უნდა ითამაშოს იმისათვის, რომ გასახდელს მიღმაც მოეწონოთ. მე მას ვეხმარები.

ვალვერდემ იცის, რას ითხოვს მისგან კლუბი. მან იცის, რომ დუბლის შემდეგ, მას ტრებლს მოსთხოვენ. მას ჰყავს საჭირო ფეხბურთელები იმისათვის, რომ ჩვენს მიზნებს მიაღწიოს. ყველა ტიტულის მოგება გვინდა.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • Always cule
    25 მარ 2021, 08:53

    რაღა შენ და რაღა ბართომეუ

  • me da barca
    25 მარ 2021, 02:25

    ეს თასი რატო უჭირავს ამას, ვერ გავიხსენა. ევროპა ლიგის ფინალის დროს შემოიტანა? აბა ბარსას არაფერი ესაქმება ამ თასთან.

  • ბასქუ10
    23 მარ 2021, 10:20

    ახლა ფაქტია ყველა ყველაფერს ერთმანეთს დააბრალებს მაგრამ ბართომეუს რაც არ უნდა დააბრალონ ყველაფერი მართალი, ეს აბიდალიც ბევრ რამეში ტყუის, ადრე ნეიმარის მაგივრად გრიზმანი ინდოდა და ახლა ამ ინტერვიუში პირიქით საუბრობს

  • Always cule
    23 მარ 2021, 00:14

    ნუ ყველა ერთმანეთს აბრალებს მოკლედ

  • ნოე
    22 მარ 2021, 22:21

    ყველა რომ ერთმანეთს აბრალებს

  • alen halilovic
    22 მარ 2021, 20:39

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Iniesta_8
    რაღაცეებში მართალია, მაგრამ თავის საქმეს ესეც ვერ ასრულებდა კარგად. ღლეობა მწვრთნელების კანდიდატები ჰყავდა და ღლეობა ტრანსფერებს აკეთებდა. ბევრად მეტი შეეძლო მაშინდელი რესურსით.


    გრიზმანის ტრანსფერი პრეზიდენტს რო შეატენა მაშინ თითონაც თავისი თანამემამულე უნდოდა და არა ნეიმარი. კარგად მახსოვს ამისი კომენტარები. ეხლა იმათ აწმენდს ხელს თორე იმ გუნდის წევრი იყო, იმათი მონა და იმათ დაკრულზე ცეკვავდა. მესისთან კონფლიქტი იმიტო მოუვიდა რო ბართომეუს ტროლია და მაგის დავალებით გააკრიტიკა ყველა. მესიმაც პასუხი გასცა. ის ფულს იხდიდა მესის კრიიტიკაში ამან კიდე უფასოდ გააკეთა. გამოსულიყო და ელაპარაკა იმ ბორდის მართვის პრობლემებზე და ისე წასულიყო. დაიყენებდა გვერდით ლაპორტა მერე. მარა იმათი ტროლი იყო. ჩავი მაგიტო არ მოვიდა ზუსტად


    ეს მხოლოდ შენი მოსაზრებებია, ფაქტებს ვერ ვხედავ და არ ღირს მგონი კლუბისთვის ასეთ საპატივცემულო ადამიანზე ფაქტების გარეშე ამდენი ბრალდება

  • El pistolero 9
    22 მარ 2021, 19:45

    მოკლედ ფრანგი ფეხბურთელები ხო არაფერში გვადგია და სპორტული დირექტორიც არაფრად გამოგვადგა.

    პს. როგორც ფეხბურთელს და პიროვნებას ძაან დიდ პატივს გცემ აბი❤❤

  • Don_Andresito
    22 მარ 2021, 19:30

    ციტატა: Iniesta_8
    რაღაცეებში მართალია, მაგრამ თავის საქმეს ესეც ვერ ასრულებდა კარგად. ღლეობა მწვრთნელების კანდიდატები ჰყავდა და ღლეობა ტრანსფერებს აკეთებდა. ბევრად მეტი შეეძლო მაშინდელი რესურსით.


    გრიზმანის ტრანსფერი პრეზიდენტს რო შეატენა მაშინ თითონაც თავისი თანამემამულე უნდოდა და არა ნეიმარი. კარგად მახსოვს ამისი კომენტარები. ეხლა იმათ აწმენდს ხელს თორე იმ გუნდის წევრი იყო, იმათი მონა და იმათ დაკრულზე ცეკვავდა. მესისთან კონფლიქტი იმიტო მოუვიდა რო ბართომეუს ტროლია და მაგის დავალებით გააკრიტიკა ყველა. მესიმაც პასუხი გასცა. ის ფულს იხდიდა მესის კრიიტიკაში ამან კიდე უფასოდ გააკეთა. გამოსულიყო და ელაპარაკა იმ ბორდის მართვის პრობლემებზე და ისე წასულიყო. დაიყენებდა გვერდით ლაპორტა მერე. მარა იმათი ტროლი იყო. ჩავი მაგიტო არ მოვიდა ზუსტად

  • antonio
    22 მარ 2021, 19:26

    თუ ვმუშაობ ხელფასი გადამიხადე თუ არა არა ეს ზოგზოვიერთებს რატო არ ასწავლეს :დ

  • nika 54
    22 მარ 2021, 19:21

    კიდევ მესისთან სწორი ვიყავიო. ანუ ამას მესიზე მეტად აინტერესებდა მისი ფორმა. და როდის იკლავს მესი ვარჯიშზე თავს, რონალდუ ხო არ არის რო ტექნიკის სრულყოფაზე იმუშაოს. ვერ გაიგეს რო ფიზიკურად რომ ლეომ რონალდუს დონეზე ივარჯიშოს მაშინ მოედანზე საერთოდ უნდა გაჩერდეს არა აქვს ამხელა ფიზიკა და მასზე კარგად არავინ იცის რამდენი უნდა ივარჯიშოს. გახსოვთ სემედუს ინტერვიუ, კითხვაზე როგორ ვარჯიშობს მესი საჯარიმოებზეო რო უპასუხა არანაირად არ ვარჯიშობს, არ ჭირდებაო.

  • me da barca
    22 მარ 2021, 19:07

    როდესაც ყველა ცუდად მუშაობს და ნორმალურად მუშაობის საშუალებას გიზღუდავენ იქ შენ ვერაფერს იზამ.
    სათავეში მავნებელი იდგა და ამას ვინ მისცემდა მუშაობის საშუალებას. ამის ადვოკატი არ ვარ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ გუნდი ზემოდან ყარდა და თავისთავად მთელ სისტემაზე მოქმედებდა.
    ბართო ციხეში. აი მაშინ დავწყნარდები.

  • Iniesta_8
    22 მარ 2021, 18:48

    რაღაცეებში მართალია, მაგრამ თავის საქმეს ესეც ვერ ასრულებდა კარგად. ღლეობა მწვრთნელების კანდიდატები ჰყავდა და ღლეობა ტრანსფერებს აკეთებდა. ბევრად მეტი შეეძლო მაშინდელი რესურსით.

  • Diana
    22 მარ 2021, 18:48

    ბართუმეომ დაშალა კლუბი , მეზიზღება მაგ კაცი

  • Football lover
    22 მარ 2021, 18:34

    ღავიდანვე ვფიქრობდი, რომ ყველაერი ბართომეუს ბრალი იყო და არა მწვრთნელების, აბიდალისა და ა.შ.

  • Anano_Ch
    22 მარ 2021, 18:25

    ძალიან კარგი შენიშვნა იყო აბიდალის მხრიდან ბოლოს, "იქნება კი ბარსელონაზე რამე უკეთესი?"
    რამდენი რამე გადაიტანა ამ კაცმა, სიკვდილს ჩახედა თვალებში, კლუბიც როგორ გვერდში ედგა მარა რავიცი რავიცი 🤷‍♀️ ჩემ თვალში ნამდვილი კულე მაინც ვერაა. ნეიმარს რაც შეეხება, რავი დღევანდელ ბარსას ნამდვილად არ ჭირდება ნეიმარი, მითუმეტეს არ ჭირდება ბარსელონას ფეხბურთელები რომლებისთვისას ფეხბურთზე მაღლა ფული დგას)) და მესის რაც შეეხება 1000%ით დარწმუნებული ვარ ხედავს კლუბის ამჟამჯნდელ შედეგებსაც და საოცრად მაგარ მომავალსაც და არ დაგვტოვებს, მესი კულეა))

  • Basi
    18 ოქტ 2018, 17:12

    moigeben kidec ager vnaxavtt gazafxuldess jerr

  • Mess10
    18 ოქტ 2018, 16:11

    სევილიასაც მოუგებენ, ინტერსაც და რეალსაც ზედ დააყოლებენ და მერე დაისვენებენ 1-2 თამაში და რომ გამოძვრებიან ამ საშინელი კალენდრიდან პირველზე ვიქნებით ლალიგაშიც და ლიგაზეც.