ტურინის “იუვენტუსი”, რომელიც თავისუფალი აგენტების დამატების ოსტატია, ჟორდი ალბას სიტუაციას აკვირდება.
მოგეხსენებათ, კატალონიური გრანდი ჯერ-ჯერობით მარცხენა მცველს ახალ კონტრაქტზე არ დაკავშირებია, რამაც ცხადია, გრანდების ყურადღება მიიქცია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონი” აპირებს, 2020 წელს, როცა ესპანელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი ამოეწურება, მას გუნდში ადგილი შესთავაზოს.
პირლო, პოგბა, ხედირა, დანი ალვესი, ემრე ჩანი – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც იტალიის ჩემპიონს ბოლო წლებში უფასოდ დაუმატებია, მიუხედავად მათი სურვილისა, ამ სიას ჟორდი ალბაც მიემატოს, მარცხენა მცველს კარიერის “ბარსელონაში” დასრულება სურს.
კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბსაც სურს, რადგან ალბა ბოლო წლებში გუნდის შეუცვლელ და უმნიშვნელოვანეს ფიგურად იქცა. ვნახოთ, როგორი იქნება მხარეებს შორის ახალი შეთანხმების დეტალები, მაგრამ თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა, “იუვენტუსი” ამ სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოსაყენებლად მზადაა.
გამომდინარე იქიდან რომ,მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ერნესტო ვალვერდე აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს და კლუბიდან წავა,ბარსამ ჩამოწერა ის სამი კანდიდატი ვინც შესაძლოა შეცვალოს ვალვერდე.ესენი არიან ბარსას ყოფილი ფეხბურთელები ლორან ბლანი,რონალდ კუმანი და კიკე სეტიენი.