“ბარსელონას” მოახლოებული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალური და ფლანგის მცველის ყიდვა არ სურს. მიუხედავად იმისა, რომ ალბას ალტერნატივად კლუბის აღზრდილი მირანდა მოიაზრება და კლუბს არ სურს ამ პოზიციის გაძლიერება, ერნესტო ვალვერდეს მისთვის ჯერ შანსი არ მიუცია. გეგმებში არ შედის არც ცენტრალური მცველის შეძენა ზაფხულამდე, თუმცა სამუელ უმტიტის ტრავმამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს.
როგორც ესპანური პრესა იუწყება, “ბლაუგრანას” ალტერნატივა ამჟამად “აიაქსის” 19 წლის ცენტრალური მცველი, მატიას დე ლიგტი მოიაზრება. მანამდე კი კლუბში ოთხი ცენტრალური მცველი იქნება: პიკე, უმტიტი, ლანგლე და ვერმალენი. აღსანიშნავია, რომ ამ 4 ფეხბურთელიდან 3 მემარცხენეა, თუმცა ეს ერნესტო ვალვერდესთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქმეს სამუელ უმტიტის ტრავმა ართულებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ფრანგი ცენტრალური მცველი მოედანზე და კლუბის ტექნიკოსებს რამონ კანალთან, პრუნასთან და იანგუასთან (ექიმები, რომლებიც უმტიტის მკურნალობის კურსს ხელმძღვანელობენ) მუდმივი კონტაქტი აქვთ.
რა თქმა უნდა, არავის სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და “ბარსელონა” ექიმების საბოლოო დასკვნას ელის. ჯერჯერობით, სამუელს ოპერაცია არ ჩატარებია და ექიმები ამის თავიდან არიდებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელთა მკურნალობა “ბარსელონაში” უმაღლეს დონეზეა აყვანილი, არაა გამორიცხული, ეს საფრთხე თავიდან მაინც ვერ აირიდონ და სწორედ ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ კატალონიური გრანდის გააქტიურებას სატრანსფერო ბაზარზე, რადგან ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში უმტიტი 4-5 თვეს იუქმებს.
“ბარსელონას” დონის ფეხბურთელად კი პირველ რიგში მატიას დე ლიგტი მოიაზრება. მიუხედავად იმისა, რომ გეგმა მისი ზაფხულში გაფორმება იყო, კლუბმა უკვე გადადგა მოლაპარაკების პირველი ნაბიჯები ჰოლანდიურ კლუბთანაც და თავად ფეხბურთელთანაც.
მთავარი ისაა, რომ “ბარსელონაში” თამაში თავად დე ლიგტსაც სურს და ამასთან, წელს ზამთარში გადმოსულ ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება ექნებათ, იმის მიუხედავად, ასპარეზობდა თუ არა მათი წინა კლუბი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე.
მოიყვანეთ ორივე დე ლიგტიც და დე იონგიც
გეთანხმები მაგრამ მაინც მოიყვანონ დე იონგი ჯობია იმიტომ რომ ერთი წელი დე იონგი ძირითადში მაინც ვერ მოხვდება და მანამ ვალვერდესაც აახვევინებენ
მოსაყვანია ორივე
მაგათ ექიმებს შეიძლება ასაკიანებზეც მოუნდეთ ვარჯიში :დდდ მე5 წელია უკვე ჩვენი ექიმები იხვეწებიან :დ
ორს კი არ გაახმობს დაჯდება სკამზე პიკე და ეკუთვნის კიდეც ჯდომა. ყოველთვის ასე იყო როცა კონკურენტი არ ყავდა ასნავნოიში. წინა სეზონებში რომელიმე მცველი დაილეწებოდა და დირკა ხდებოდა ეგრევე. დასვას უნდა სკამზე ვალვერდემ და ათაშოს ლენგლე და ვერმალენი. არცერთი არაა ცუდი მცველი და ვერმომ ტრავმა რომ არ მიიღოს ძალიან ძლიერი მცველია თან ჭკვიანი.
კი
ეს და იონგი უეჭველი მოსაყვანია
ხო ეგ წესი არ მახსოვდა ლიგაზე რო შეეძლო თამსში.. პროსტა უმტიტი რო დაბრუნდება პიკე თუ ფორმაში შევა ლენგლეც არაა ცუდი ბიჭი და პლიუს დე ლიხტი მოვა მაგარი ჩეპე იქნება. 3 ცენტრალური მცველით პიტალო ვალვერდე არ ითამაშებს და 2 ს სკამზე გაახმობს
მოიცათ ზამთარში რომ დე იონგი და ლიხტი მოიყვანონ ლიგაზე ვათამაშებთ? 🤔