“ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პარასკევის ვარჯიშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრესის კითხვებს უპასუხა. როგორც ცნობილია, “ბარსელონა” კვირას შეხვდება “ვალიადოლიდს” და ამ მატჩში გამარჯვების შემდეგ “ბარსელონა” ზედიზედ მეორედ გაინაღდებს ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს. შესაბამისად ამ პრესკონფერენციაზე ინიესტამ ისაუბრა მომავალ მატჩზე და მის შანსებზე, თუ რამდენად შეძლებს იგი ამ მატჩში მონაწილების მიღებას, რადგან ბოლო თვე მას ტრავმის გამო გაუცდა.
მიუხედავად იმისა, რომ “ბარსა” სახლში ხვდება მე-16 ადგილოსან “ვალიადოლიდს” , ანდრესს მაინც არ სურს, რომ ხალხმა იფიქროს, თითქოს ეს მატჩი მხოლოდ ფორმალობაა გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე. “ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს მატჩი და ვიზეიმოთ გამარჯვება, არავინ ელოდოს იმას, რომ ამ მატჩში გამარჯვება იოლი იქნება”
მისი შესაძლო თამაშის შესახებ კვირას გასამართ მატჩში, ინიესტამ შემდეგი კომენტარი გააკეთა: “თუკი მე ვთამაშობ, ეს იშნავს იმას, რომ მე მზად ვარ. თუმცა, მე მაინც არ გავრისკავდი, ეს თამაში ასე მნიშვნელოვანი რომ არ იყოს. რა თქმა უნდა, მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ ლოგიკური იქნება ისიც, თუ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოვხვდები. მე რა თქმა უნდა თამაშის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ მე მყავს თანაგუნდელები, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ ფეხბურთს.
რაც შეეხება მის ტრავმას და მსოფლიო ჩემპიონატს, ამ საკითხზე ინიეტამ ასეთი კომენტარი გააკეთა: “ნაკრების ექიმები საქმის კურსში არიან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ამ ახლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიფიქროთ კვირას გასამართ მატჩზე”.
დონ ანდრესს სურს, რომ გუნდი მოედანზე ბევრად უფრო თავდაჯერებული იყოს, მას მიაჩნია, რომ “ბარსამ” სწრაფად უნდა გახსნას ანგარიში და შემდეგ კი აკონტროლოს მთელი თამაში. “ამ თასის მოგება მართლაც რომ შთამბეჭდავი მოვლენა იქნება და ჩვენც შესაბამისად უნდა აღვნიშნოთ ეს ტრიუმფი. ჩვენ უნდა მოვაგროვოთ 99 ქულა, რათა მოვიპოვოთ გამარჯვება და აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ვალიადოლიდი იბრძვის პირველ დივიზიონში დასარჩენად და ამიტომ ისინი თავგანწირვით ითამაშებენ, ეს მათთვის დიდი მოტივაციაა. ამათან, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე და ძალებზე ვართ დამოკიდებულნი, რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგია”.
ყველასათვის ცნობილია, რომ “მადრიდის რეალის” ჩემპიონობა “ბარსელონას” ხელშია და რადგან არსებობს თეორიული შანსი იმისა, რომ “რეალი” გახდეს ჩემპიონი, ინიესტამ განაცხადა: “ვინც არ უნდა მოიგოს ლა ლიგა, ის ღირსეული გამარჯვებული იქნება, რადგან “რეალსაც” აქვს შანსები და მათაც კარგად ჩაატარეს ეს სეზონი.”
ინიესტამ ასევე ტრავმის გამო გაცდენილ სეზონზე და და სეზონის კარგი დასასრულის მნიშვნელობის შესახებ თავისი დამოკიდებულება გაუზიარა ჟურნალისტებს: “ეს სეზონი არ იყო ისეთი სტაბილური, როგორც ეს მე მსურდა, მაგრამ მე ბევრი რაღაც ვისწავლე, ცუდი ხშირად გვეხმარება, ბევრ მოვლენას სხვა თვალით შევხედოთ და უკეთ შევაფასოთ. ძალიან რთულია იყო ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიაში, განსაკუთრებით სეზონის ბოლოს, ვინაიდან სეზონის ბოლო ყველაზე გადამწყვეტი მომენტია ნებისმიერი გუნდისთვის. წარმოიდგინეთ, რას შეიძლება გრძნობდეთ, როდესაც თქვენ ვერ აკეთებთ საყვარელ საქმეს და არ შეგიძლიათ დაეხმაროთ გუნდს ყველაზე რთულ მომენტებში… ძალიან გამიხარდება, თუკი შევძლებ, რომ დავეხმარო ჩემს გუნდს ამ სეზონის ბოლო თამაშში, რადგან მე ეს სეზონი ტრავმირებულმა დავიწყე და არ მსურს, ის ასევე დავასრულო”
სტატიას ვუძღვნი ჩემს მეგობრებს: LoveBarca-ს და Real-Barcelona 2-6-ს
totalbarca.com



