workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ყველა გოლი უემბლიზე [VIDEO]

“ბარსას” ყველა გოლი უემბლიზე [VIDEO]

ოთხშაბათს, 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში, “ბარსელონა” ლონდონის “ტოტენჰემს” “უემბლიზე” დაუპირისპირდება.

ამ არენასთან კატალონიურ გუნდს არაერთი კარგი მოგონება აკავშირებს. “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგა “უემბლიზე” 2-ჯერ აქვს მოგებული. ესპანელების მიერ ამ სტადიონზე გატანილი 8 გოლიდან 4 სწორედ ჩემპიონთა ლიგის ფინალებზე მოდის.

1992 წელს, “ბარსამ” ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოიგო. ფინალში კატალონიელები “სამპდორიას” “უემბლიზე” დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი, დამატებით ტაიმში, რონალდ კუმანმა გაიტანა.

შემდეგ იყო “არსენალის” კარში გატანილი 4 გოლი, რომელთა ავტორებიც რივალდო, ლუის ენრიკე, ლუიშ ფიგუ და ფილიპ კოკუ იყვნენ.

2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კვლავ “უემბლიზე”, პედრო როდრიგესის, ლიონელ მესისა და დავიდ ვილიას გოლებით, “ბარსელონამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 3:1 დაამარცხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • dshvelidze
    schedule 30 სექ 2018, 22:56
    #3

    ციტატა: cezo45
    ლეგანესთან ჟირონასთან ძლივს ფრე ლეგანესთან 1 წუთსი წაგებული თამაში ბილბაოსთან ბოლო წუთებზე გადარჩენილი ქულა :(( ისეთ ცუდ ფორმაშია გუნდი იმედია ტოტენჰემთან გასვლას არ წააგებენ ერთი ქულაც არიქნებოდა ცუდი ასეთ ფორმაში მყოფი ბარსასთვის ინგლისში გასვლაზე…


    კი ქულის აღებაც მიღწევა იქნება.

  • sergio busquets5
    schedule 30 სექ 2018, 21:18
    #2

    იმედია ლიგის მერვედფინალში არ ჩავრჩებით . რაღაც ვერ მაქვს დიდი იმედი წელს რამის მოგებისა

  • cezo45
    schedule 30 სექ 2018, 20:32
    #1

    ლეგანესთან ჟირონასთან ძლივს ფრე ლეგანესთან 1 წუთსი წაგებული თამაში ბილბაოსთან ბოლო წუთებზე გადარჩენილი ქულა :(( ისეთ ცუდ ფორმაშია გუნდი იმედია ტოტენჰემთან გასვლას არ წააგებენ ერთი ქულაც არიქნებოდა ცუდი ასეთ ფორმაში მყოფი ბარსასთვის ინგლისში გასვლაზე…