workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო ფორლანი: მესი თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ საუკეთესოა

დიეგო ფორლანი: მესი თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ საუკეთესოა

მადრიდის “ატლეტიკოს” ყოფილი ვარსკვლავი დიეგო ფორლანი, FIFA-ს გუშინდელი დაჯილდოების დროს, “როხიბლანკოს” ამჟამინდელი ლიდერის, ანტუან გრიზმანის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გრიზმანმა განაცხადა, რომ ის ლეო მესის დონის ფეხბურთელია. ფორლანმა ერთხელ უკვე თქვა, რომ ფრანგი თავდამსხმელი ცდება და გუშინ იგივე გაიმეორა.

“გრიზმანს შეუძლია ილაპარაკოს, მაგრამ ჩემის აზრით, მესი ცალკე, მხოლოდ მისთვის განკუთვნილ მაგიდაზე ზის და თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ საუკეთესოა და მოედანზე განსხვავებას კვლავ ქმნის.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • buka971
    schedule 25 სექ 2018, 19:22
    #1

    ცერემონიაზე ყველა მესის იძახის საუკეთესოა და ნომერ პირველიო და სამეულშიც არ მოხვდა 🤔