workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
წინა წლის პრიმერას დასკვნითი ფაზა

წინა წლის პრიმერას დასკვნითი ფაზა

“არსენალთან” მატჩის შემდეგ გვარდიოლამ განაცხადა: “მადრიდში გამგზავრებამდე ჩასატარებელი 4 თამაში გადაწყვეტს ჩემპიონატის ბედს”. მატჩი “სევილიასთან” გასვლაზე იქნება ძალიან რთულად გადასალახი ბარიერი. ალბათ, გახსოვთ წინა სეზონის თამაში “სანჩეს პისხუანზე”, სადაც “ბარსელონამ” დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ანგარიშით 2:3. პრაქტიკულად ამ შეხვედრამ განაპირობა “ბლაუგრანას” ჩემპიონობა.

 

მეტი, ვიდრე მატჩი

სეზონი დასკვნით ფაზაში იყო შესული. “ბარსელონა” მხოლოდ 1 ქულით უსწრებდა თავის უშუალო მეტოქეს “რეალს”. ფეხბურთელები “სანჩეს პისხუანზე” სუპერმოტივირებულნი გამოვიდნენ. მათ შესანიშნავად იცოდნენ თუ რა სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ამ მატჩს მათთვის. საბოლოოდ, “ბარსას” ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს 3 ქულის მოსაპოვებლად და დამსახურებულად იმარჯვეს 2–3. ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს: მესიმ, პედრომ და ბოიანმა. “სევილიის” შემდეგ მათ ელოდათ საშინაო მატჩი “ვალიადოლთან”, რომელშიც წარმატებულად იასპარეზეს და დაეუფლნენ ტიტულს.

 

მსგავსი კალენდარი

მიმდინარე სეზონის მიწურულსაც “ბარსას” უწევს თამაში ესპანურ გრანდებთან. ტურნირის მეორე ნახევარში მათ წარმატებით იასპარეზეს “ვალენსიასთან”, თუმცა დარჩათ 4 ურთულესი ბარიერი: “სევილია”, “რეალი”, “ვილიარეალი”, “ესპანიოლი”. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ წინა სეზონშის ბოლოსაც ამ გუნდებთან ჰქონდა შეხვედრები “ბარსელონას”. მაგრამ მათ ამ დავალებას შესანიშნავად გაართვეს თავი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward