დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ერნესტო ვალვერდეს ჟორდი ალბას რეზერვისტების ვინაობის დასახელება თხოვეს. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ბევრი ასეთი მოთამაშე ვერ მოიფიქრა და ხუმრობით, რიცხვის გაზრდისთვის სიაში მის გვერდით მჯდომი ჩავი გუარტე ჩაამატა, რომელიც პრესის დეპარტამენტში მუშაობს.
“ვნახოთ რა იქნება, ახლა ეს ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება ჟუან მირანდა ავირჩიოთ, ტომას ვერმალენი, სერჟი რობერტო… ან ჩავი. ამათგან რომელიმეს ავარჩევთ”.
18 წლის მირანდას ძირითად გუნდში თამაშის გამოცდილება არ აქვს, ვერმალენი ცენტრალური მცველია, რობერტო – საერთოდ ნახევარმცველი. მიუხედავად ამისა, ვალვერდეს არჩევანის გაკეთება ამ სამ კანდიდატს შორის მოუწევს, რადგან, ვალვერდესთვის სამწუხაროდ, გუარტეს ნაკლი ფეხბურთის თამაშის გამოცდილების არქონასთან ერთად ისიც აღმოჩნდა, რომ მას ძლიერი მარცხენა ფეხი არ აქვს.
ასე რომ, ჩავი მოღვაწეობას პრესის სამსახურში განაგრძობს, “ბარსასთვის” კი უკეთესი იქნება, თუ ალბას ზამთრამდე, სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე მაინც არ მოუწევს თამაშების გამოტოვება, თორემ ვალვერდე მარცხენა მცველების ძებნას “კამპ ნოუს” დასუფთავების განყოფილებაშიც დაიწყებს.
Miafsi mamashenssss valodzia
შე ლელაძე შენ

My Webpage
ალკასერმა გაიტანა :დდ
მაგას ვყურებდი მეც წეღან 😀 😀 სღ პაკოს..თამაშითაც სერიოზულად ერთვება,
ხო ცუდად ნამდვილად არ უთამაშია
მაგას ვყურებდი მეც წეღან 😀 😀 სღ პაკოს..თამაშითაც სერიოზულად ერთვება,
პაკომ რა შეაგდოოოოოოოოოოოოოო
გოოლ პაკომ რა ბურთი შეაგდო :დდ
რა ჭირს ალბას?
ჩობანია
რა ხუმარაა :დ მამამისს გავს