workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერჟი პალენსია: იმედია „ბორდო“ ჩემს კონტრაქტს გამოისყიდის

სერჟი პალენსია: იმედია „ბორდო“ ჩემს კონტრაქტს გამოისყიდის

“ბარსელონას” მცველს, სერჟი პალენსიას, რომელიც იჯარის წესით “ბორდოს” შეუერთდა, იმედოვნებს, რომ ფრანგული კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის.

“ახალი მიზნების დასახვა მსურდა. “ბარსელონას” პირველ გუნდში მოხვედრა რთულია. რეზერვისტებთან ერთად გატარებული 4 წლის შემდეგ ვიგრძენი, რომ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. სეგუნდა დივიზიონიდან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, ბოლოს კი წინადადებით “ბორდომ” მოგვმართა. საფრანგეთში წასვლაზე ბევრი არ მიფიქრია.

ამ გუნდში რაც შეიძლება ბევრი შეხვედრის ჩატარება მსურს. ვიმედოვნებ, რომ კლუბი ჩემი კონტრაქტის გამოსყიდვას მოინდომებს და აქ კიდევ რამდენიმე წლით დავრჩები. ჯერ ყველაფერი ბოლომდე არ მინახავს, მაგრამ აქაურობა მომწონს. ვფიქრობ, “ბორდოში” გრძელი გზა მელის.”-ამბობს პალენსია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • forever barcelona
    schedule 06 სექ 2018, 14:31
    #2

    მაგარია ეს ბიჭი დაიხვეწება ბორდოში და მერე შეიძლება ფაწინაურება.ვაგეს მე პირადად ეს მირჩევნია

  • sergio busquets5
    schedule 06 სექ 2018, 13:28
    #1

    Wწადი წადი