ბარსელონა 3 ცენტრალური მცველის გაშვებას გეგმავს

ბარსელონა 3 ცენტრალური მცველის გაშვებას გეგმავს

“ბარსელონა” ზაფხულში დაცვის ხაზს მნიშვნელოვნად რომ გადაახალისებს, ეს ფაქტია. ჩავიმ გუნდში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა, მაგრამ დაცვის არასტაბილურობა და არასაიმედოობა მაინც პრობლემად რჩება.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით “ბარსელონამ” “ჩელსის” ცენტრალური მცველის, ანდრეას კრისტენსენის უფასოდ გადმობირების საკითხი მოაგვარა. კლუბში სჯერათ, რომ იმავეს მოახერხებენ ლონდონელთა კიდევ ერთი უკანახაზელის, სესარ ასპილიკუეტას შემთხვევაშიც. გამოცდილი ესპანელი მარჯვენა მცველია, მაგრამ მას მარცხენა ფლანგზე და დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია.

თუ ორივე ეს ტრანსფერი გამოვიდა, მაშინ “ბარსას” 8 ცენტრალური მცველი ეყოლება: ჟერარ პიკე, რონალდ არაუხო, ერიკ გარსია, კლემან ლანგლე, სამუელ უმტიტი, ოსკარ მინგესა, ანდრეას კრისტენსენი და სესარ ასპილიკუეტა. ამას ემატება ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში დაცვის ცენტრში თამაში ფრენკი დე იონგსაც შეუძლია.

“ბარსელონა” ცენტრალური მცველების გუნდიდან გაშვებას ისედაც გეგმავდა და ამ პოზიციაზე ამდენი ფეხბურთელის ყოლა ამ პროცესს კიდევ უფრო გარდაუვალს გახდის. Mundo Deportivo-ს ცნობით “ბლაუგრანას” კლემან ლანგლეს, სამუელ უმტიტისა და ოსკარ მინგესას გაშვება აქვს გადაწყვეტილი.

ყველაზე სარფიან ტრანსფერად ლანგლეს გაყიდვა მოჩანს, რომლითაც ინგლისური გუნდები ინტერესდებიან. თავად ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ “ბლაუგრანას” ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად იბრძოლებს. იმ შემთხვევაში, თუ “ბარსამ” ლანგლე ვერ გაყიდა, ჩავი მისი გუნდში დატოვების წინააღმდეგი არ იქნება, რადგან ერთადერთი ცაცია ცენტრალური მცველია.

კიდევ გვყავს ერთი ცაცია ცენტრალური მცველი, სამუელ უმტიტი, მაგრამ მისი დარჩენა თითქმის გამორიცხულია. ფრანგი ტრავმებმა დატანჯა. მაშინ, როდესაც ძველებური ფორმის დაბრუნებასთან ახლოს იყო და გუნდშიც კი ყველა გააკვირვა, მორიგი მძიმე ტრავმა მიიღო. უმტიტის სამსახურით საფრანგეთში არიან დაინტერესებულნი. ერთ-ერთი მისი ყოფილი კლუბი “ლიონია”.

მესამე ცენტრალური მცველი, რომლის გაშვებასაც “ბარსა” გეგმავს, ოსკარ მინგესაა. “ლა მასიას” აღზრდილს ჩავი აშკარად არ ენდობა და არც ცდება – რამდენჯერაც ენდო, იმდენჯერ დაგვაღალატა. იანვარში მინგესათი “ვალენსია” და “ბორდო” იყვნენ დაინტერესებულნი. ესპანელებმა ფეხბურთელზე უარი თავად თქვეს, საფრანგეთში გადასვლა კი ოსკარმა იუარა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    02 მარ 2022, 12:39

    მოვა თუ არა სეზონის ბოლო დააყენონ სამივე ტრანსფერზე ეგება შევატენოთ ვინმეს. 2 თვე მაინც გვექნება იმისთვის რო გავწმინდოთ გუნდი.

  • La Pulga10
    02 მარ 2022, 12:38

    კრისტენსენი,კესი და ასპი თითქმის მოგვარებულია.ერთი ფლანგის მცველი და ჰოლანდი თუ დავდეთ ზაფხულში,დაგვეხიოს ლუბოი.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    02 მარ 2022, 11:58

    სამივე გასაშვებია+ რობერტო