“ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი რაფინია ალკანტარა, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბში დარჩება იმის მიუხედავად, რომ ის “ბეტისში” გადასვლასთან ახლოს იყო.
გუშინდლამდე ცნობილი იყო “ბარსელონასა” და “ბეტისს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შემაფერხებელი გარემოება – კატალონიელები, იჯარის შემთხვევაში, ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულებას ითხოვდნენ, სევილიელები კი გამოსყიდვის მხოლოდ უფლებას თანხმდებოდნენ.
გუშინ, “ბეტისმა” “ბარსას” ფინანსურად უფრო მომგებიანი წინადადება გაუკეთა, კატალონიელებმა კი განაცხადეს, რომ იჯარას ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდებოდნენ, თუ რაფინია 2020 წლამდე მოქმედ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა.
დღეს, ხერარდ რომერომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რაფინია “ბარსელონაში” დარჩენასთან ახლოსაა. ამის მტკიცებულება ისიცაა, რომ “ბეტისი” “პარი სენ-ჟერმენიდან” 22 წლის ნახევარმცველს, ჯოვანი ლო სელსოს იმატებს. არგენტინელი შუახაზელი სწორედ რაფინიას ალტერნატივად მიიჩნეოდა.
კარგია თუ ტოვებენ სკამს გააძლიერებს, რთული კალენდარი გვაქვს.
მეტროპოლიტანოზეა?
კიი.
უნდა დარჩეს
მეტროპოლიტანოზეა?
მადრიდში რო ტარდებოდა ფინალი გუშინ გავიგე საინტერესოა … უფრო მეტი მოტივაცია ექნება ორივე მადრიდულ გუნდსაც და + ბარსელონას.
სიახლეები დადეთ
კარგია მეიმედება ეს ბრაზილიელი ))
კაიაააა
კარგია კოპაზე მაინც ითამაშებს და დაგვეხმარება მაგ ტურნირზე
Kargia rafa sachiro kacia
Aqvs klasi da gamocdilebaa
მშვენიერი