2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამ დღეზე ნაკლები დარჩა და თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, “ბარსელონა” აღარავის შეიძენს. თუმცა, თუ Sport-ს დავუჯერებთ, კატალონიელები ძველი სამიზნეების მიმართ ინტერესი არ განელებიათ და ესპანეთის ჩემპიონები მათ მომდევნო ზაფხულში მიუბრუნდებიან.
პოლ პოგბა
“ბარსელონა” პოლ პოგბას, ფრენკი დე იონგისა და ადრიან რაბიოს შეძენას ცდილობდა, თუმცა წარმატებას ვერცერთ შემთხვევაში მიაღწია.
ცნობილია, რომ პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და “ბარსელონაში” გადასვლა უნდა. ის და მისი აგენტი ყველანაირად ცდილობდნენ “წითელი ეშმაკები” ტრანსფერზე დაეყოლიებინათ, მაგრამ “იუნაიტედის” პოზიცია შეუვალი იყო – პოგბა წელს არ იყიდება. არაა გამორიცხული, “ბარსელონა” ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერს იანვარში მიუბრუნდეს. თუ არა და, კატალონიელები მომდევნო ზაფხულში გააქტიურდებიან.
ფრენკი დე იონგი
“მანჩესტერის” მსგავსად, შეუვალი გამოდგა “აიაქსიც” და “ბარსა” იძულებული გახდა დანებებულიყო. კატალონიელები შეეგუენ, რომ 21 წლის ფრენკი დე იონგი ესპანეთში სათამაშოდ წელს არ გადავა. თუმცა, ცნობილია, რომ ფეხბურთელს კარიერის მხოლოდ “ბარსელონაში” გაგრძელება სურს და კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ სიტუაციას ისინი აკონტროლებენ. “ბარსამ” “აიაქსთან” ზეპირ შეთანხმებასაც მიაღწია – ესპანელები აგრესიულ სატრანსფერო პოლიტიკას არ მიმართავენ, სანაცვლოდ კი, ჰოლანდიელები მზად არიან, როცა ტრანსფერის დრო მოვა, დე იონგი “ბარსელონაში” გაუშვან. კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ ეს მომდევნო ზაფხულში მოხდება.
ადრიან რაბიო
“ბარსელონა” მეგობრული ურთიერთობის დამყარებას “პარი სენ-ჟერმენის” შემთხვევაშიც ცდილობდა, მაგრამ ერიკ აბიდალმა მიზანს ვერ მიაღწია. პარიზელები ადრიან რაბიოს გაყიდვაზე უარს აცხადებენ იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთელმა ახალი კონტრაქტი არ გააფორმა და მომდევნო ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი ხდება.
თუ რომელიმე ფეხბურთელის “ბარსელონაში” ამ ზაფხულში გადასვლის მცირე შანსი მაინც არსებობს, ეს სწორედ რაბიოა. კატალონიელები პსჟ-ს პოზციის შეცვლას სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაელოდებიან. თუ პარიზელებმა პოზიცია არ შეიცვალეს, მაშინ “ბარსა” რაბიოს ვარიანტს მომდევნო ზაფხულისთვის განიხილავს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ხსენებული 3 ნახევარმცველიდან ორს მომდევნო ზაფხულში დაიმატებენ.




მარკეტინგის და ფინანსებუს ამბავში არვცი, უბრალოდ ჩემი აზრით ამ სამიდან დე იონგი ან რაბიო უეჭველი მოვა და ლა მასიას მიხედონ არიქნება ურიგო, პუიგი გადმოიყვანონ და თუვერ ტოვებენ გუნდში გაანათხვორონ 1 წლით, ბეტისსში ან ჟირონაში ან რამე მსგავს კლუბში მიეჩვევა თამაშსაც ლა ლიგაში…19 წლისაა არაა პატარა. მომდევნო ტაობის ბარსელონელები უფრო მაგრები ჩანან თან, მაგალIთად ხავი სიმონსის და ლუციანოს დიდ მოლოდინში ვარ, ბარსას მომავალი მგონია, უბრალოდ კარგახანია აკადემია დაიკიდეს და გული მყწდება, მბულას გაყიდვა როგორი ამბავი იყო 3 მილიონად(იმედია გამოსყიდვის უფლება აქვთ).
PSG XOM UNDODA RAKITICHI XO DA SHEUCVALON RABIOSHI
გაყიდონ რაკიტიჩი მიაყოლონ რაფინია და ამათი ადგილი გამოჩნდება
პოგბა და რაბიო სასტავ
ამდენი ნახევარმცველი რათ უნდათ, ახალგაზრდებსაც ჰო უნდათ დრო
ჩემი აზრით პოგბა და დე იონგი იქნება ბარსასთვის იდეალური ტრანსფერები, მაგრად გაძლიერდება.