ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა კომენტარი გააკეთა ”უეფას” მიერ მის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ვენგერს ბრალად ედება ”შეუსაბამო ქცევა”, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალურ მატჩის დასრულების შემდეგ.
””უეფამ” ბოდიში უნდა მოიხადოს და არა ბრალი დასდოს იმ ხალხს, რომელსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ. მე უარვყოფ ჩემს მისამართით გაკეთებულ ყველა ბრალდებას. მსაჯის შეცდომის გამო ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას გამოვეთიშეთ. ეხლა კი ”ეუფას” წინაშე ბოდიში უნდა მოვიხადოთ. არავითარი საღი აზრი ამაში არ დევს.”- ციტირებს არსენ ვენგერის სიტყვებს BBC.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის 56-ე წუთზე არბიტრმა მოედნიდან გააძევა რობინ ვან პერსი, რადგან ამ უკანასკნელმა, მსაჯის სასტვენის შემდეგ, კატალონიელთა კარის მიმართულებით დაარტყა.