workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩი და ხუან მირანდა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ

რიკი პუჩი და ხუან მირანდა პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდნენ

ერთდღიანი შესვენების შემდეგ “ბარსელონას” პირველი გუნდი, დღეს დილით, ვარჯიშს დაუბრუნდა.

პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშეს “ბარსა ბ”-ს წევრებმა, რიკი პუჩმა და ხუან მირანდამ, რომლებმაც გასული ერთი კვირა კატალონიელთა მეორე გუნდში გაატარეს და “კორნელიასთან” გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობაც მიიღეს.

გუნდის ყველა წევრმა კვირის პირველი ვარჯიში ნორმალურ რეჟიმში ჩაატარა, თუმცა დენის სუარესსა და კარლეს ალენიას ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • MSDC1091114
    schedule 21 აგვ 2018, 17:42
    #2

    ტერ შტეგენი
    სამედო ლანგლე უმტიტი მირანდა
    ვიდალი ბუსკეცი კოუტინიო
    დემბელე მესი მალკომი

    მირანდა-ალბა
    ვიდალი-არტური
    პუჩი-მალკომი

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 21 აგვ 2018, 15:46
    #1

    კარგია კარგია