პაკო ალკასერს “ბეტისში” გადასვლა სურს

პაკო ალკასერს “ბეტისში” გადასვლა სურს

“ბარსელონას” თავდამსხმელი, პაკო ალკასერი, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბს დატოვებს.

ესპანელ მოთამაშეს ესმის, რომ ის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და გუნდიდან წასვლა სურს. როგორც უკვე აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, მისით დორტმუნდის “ბორუსია”, “პორტუ” და “ბეტისი” არიან დაინტერესებულები.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციის თანახმად, ალკასერს ყველაზე მეტად “ბეტისის” ვარიანტი მოსწონს, სადაც ის უფრო მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. სევილიელებს კი ფეხბურთელის იჯარით აყვანა შეუძლიათ.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Roma-barca
    schedule 21 აგვ 2018, 16:08

    რა იჯარა ხოარ ღადაობენ ესენი,გაყიდეთ!!!

  • lurjibroweuli
    schedule 21 აგვ 2018, 14:18

    გაუშვით გაუშვით. ვერ ვხვდები რატო ყავთ საერთოდ. რას ელიან ამ ფეხბურთელისგან? სად ბარსა და სად პაკო ალკასერი. მეღადავებით??!

  • gurgenidze
    schedule 21 აგვ 2018, 13:58

    გასაშვებია ესეც ტყუილადაა