ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ფეხბურთელია

ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ ბარსელონას ფეხბურთელია

ჟოაუ კანსელუმ და “ბარსელონამ” შეთანხმებას მიაღწიეს, რის საფუძველზეც პორტუგალიელი ფეხბურთელი კლუბს შეუერთდა. პორტუგალიელი მცველი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს 2029 წლის 30 ივნისამდე აფორმებს. “ალ ჰილალთან” კონტრაქტის გაწყვეტბის შემდგე 32 წლის ფეხბურთელი “ბარსას” უფასოდ შეუერთდა.

იჯარით გატარებული ორი პერიოდი

პირველად კანსელუ “ბარსელონას” 2023/24 წლების სეზონში “მანჩესტერ სიტიდან” იჯარის წესით შეუერთდა და ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით სრული სეზონი ჩაატარა. მან 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ამ პერიოდის შემდეგ კანსელუ საუდის არაბეთის “ალ-ჰილალში” გადავიდა, სანამ 2026 წლის იანვარში “ბარსელონაში” კვლავ იჯარით დაბრუნდებოდა. მან მალევე დაიმსახურა ჰანსი ფლიკის ნდობა და სეზონი ლურჯ-ბროწეულისფერთა მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსით დაასრულა – ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, რა დროშიც 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

კარიერა დიდ კლუბებში

1994 წლის 27 მაისს დაბადებულმა კანსელუმ კარიერა სამშობლოში, “ბენფიკაში” დაიწყო, სადაც ჩემპიონატი, თასი, ლიგის თასი და სუპერ თასი მოიგო. 2015 წლის ზაფხულში ის “ვალენსიას” შეუერთდა, სადაც იტალიაში გამგზავრებამდე 91 მატჩი ჩაატარა.

პორტუგალიელი მცველი იტალიაში “ინტერისა” (2017/18) და “იუვენტუსის” (2018/19) ღირსებას იცავდა, 2019 წლის ზაფხულში კი “მანჩესტერ სიტის” შეუერთდა. ინგლისურ კლუბში მან სამნახევარი სეზონი გაატარა, რასაც მოჰყვა ორი იჯარა – ჯერ მიუნხენის “ბაიერნში”, შემდეგ კი “ბარსელონაში”.

პორტუგალიის ნაკრები

ის წლების განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების უცვლელი წევრია. ახალგაზრდულ გუნდებში თამაშის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებში მისი სრულფასოვანი დებიუტი 2016 წლის 1 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ის განაცხადში რეგულარულად ხვდება, ჩატარებული აქვს 73 მატჩი და 2018/19 წლების ერთა ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრი იყო. მან ასევე ითამაშა ბოლო ორ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე.

ახლა კი ჟოაუ კანსელუ “ბარსელონასთან” კონტრაქტს აფორმებს და კვლავ ჰანსი ფლიკის განკარგულებაშია. გერმანელი სპეციალისტი მცველს აშკარად ენდობა და შეეცდება, მისი ნიჭი და შეტევითი პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი