“ბარსელონას” დამრიგებელმა, ერნესტო ვალვერდემ, სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის წინ, ჟურნალისტების კითხვების პრესკონფერენციაზე უპასუხა.
“ის ფაქტი, რომ სუპერ თასი ერთ მატჩად ტარდება და არა ორად, თამაშს უფრო გახსნის.
ვაპირებთ, სეზონის პირველი ტუტული მოვიგოთ.
მართლაც ვთქვი, რომ ნახევარდაცვაში გაძლიერება გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ. ტრანსფერებისთვის ჯერ კიდევ მზად ვართ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შემადგენლობით კმაყოფილი ვარ.
დრო გვიჩვენებს, მოახერხებს თუ არა მირანდა ალბას შეცვლას. ყველა შანსი უნდა დაიმსახურო. ეს ეხება მასაც და კუკურელიასაც.
არ ვიცი, განიხილება თუ არა დემბელეს “ბარსელონადან” წასვლის ვარიანტი. ხვალ თამაში გვაქვს და მისი იმედი მაქვს.
რიკი პუჩის შესახებ აზრი არ შემიცვლია. მასზე დიდ იმედებს ვამყარებ.
ხვალინდელი თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა. ვატყობ, რომ ყველა მათგანი სათანადოდაა განწყობილი.
ვიდალი თავს კარგად გრძნობს. ის კარგ ფორმაშია და მას მხოლოდ ადაპტაცია სჭირდება. სწორედ ესაა საჭირო კონკურენციისთვის. უმტკივნეულო ადაპტაციისთვის საჭიროა, რომ მას ვენდობოდეთ.
მჯერა და იმედი მაქვს, რომ ანდრე გომეში ინგლისში წარმატებებს მიაღწევს.
სილესენს ვესაუბრე. ჩვენ მას ვაფასებთ. იასპერს ვუთხარი, რომ ორი მაღალი დონის მეკარე გვჭირდება და ჩვენი სურვილია, ის ჩვენთან დარჩეს.” – განაცხადა ვალვერდემ ესპანეთს სუპერ თასზე “სევილიასთან” ხვალ გასამართი მატჩის წინ.