“ბარსელონას” პირველ გუნდში ჟორდი ალბას რეზერვისტი 18 წლის ხუან მირანდა იქნება და არა 20 წლის მარკ კუკურელია. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
ცნობილია, რომ ლუკა დინის წასვლის შემდეგ, ერნესტო ვალვერდე მისი შემცვლელის შეძენას ითხოვდა, მაგრამ ხელმძღვანელობა მწვრთნელს მოუწოდებდა არჩევანი “ბარსა ბ”-ში მოთამაშე ხუან მირანდასა და მარკ კუკურელიას შორის გაეკეთებინა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, ხელმძღვანელობას ერჩივნა პირველ გუნდში კუკურელია დაეწინაურებინა, რადგან ის “ბარსელონა ბ”-ში დარჩენას არ აპირებს და თუ არჩევანი მირანდაზე გაკეთდებოდა, მაშინ 20 წლის ფეხბურთელს კლუბის დატოვება მოუწევდა. როგორც ჩანს, ასეც ხდება – ვალვერდემ არჩევანი მირანდაზე გააკეთა და კლუბმა ფეხბურთელს ეს უკვე აცნობა.
ივარაუდება, რომ 18 წლის ფეხბურთელი გუნდს მაროკოში გაჰყვება და 12 აგვისტოს “სევილიასთან” გასამართი ესპანეთის სუპერ თასის განაცხადშიც მოხვდება.
აუ ჩემი ეს რეებზე ფიქრობს რამდენი წლის ხარ შვილი?
ძლივს არ ვეღირსეთ ლა მასიელს ძირითადში!!!
არადა გრიმალდო გავუშვით 2 წლის წინ
ძან კაი ბიჭია
მშვენიერი ზამენა იქნებოდა
მაგრამ ამათმა დინი მოიყვანეს
კუკურელას და მირანდას შორის მეც მირანდა მირჩევნია
მარჯვენა მცველადაც პალენსიას თუ დააწინაურებენ კარგს იზამენ
ეგ ბიჭიც მაგრა მომწონს
cucurelas gashveba araswori mgonia. chemi azrit orive iyos jobia. maravtu wasvlaa iset gundshi gaushvan sadac ar chalpeba skamze
კუკურელა ჯობდა
მშვენიერი სიახლეა. რაც მეტი ლა მასიელი იქნება პირველ გუნდში, მით უკეთესი.
კარგი მარცხენა მცველია მირანდა მაგრამ არამგონია კარგი იდეა იყოს მისი პირველ გუნდში დაწიანურება, ჯობია ბარსელონამ ვინმე გამოცდილი მარცხენა მცველი დაიმატოს, წარმოიდგინეთ ალბამ მიიღო ტრამვა კლასიკოში რა უნდა ვქნათ მერე მირანდას იმედზე უნდა ვიყოთ? ამის წარმოდგენაც არ მინდა
როგორც იქნა ეღირსა ლამასიის წარმომადგენელს დაწინაურება