“ბარსელონას” დამრიგებელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ის ხელძღვანელობისგან კიდევ 2 ფეხბურთელის დამატებას ითხოვს.
ვალვერდესთვის კლემან ლანგლეს, არტურის, მალკომისა და არტურო ვიდალის ტრანსფერები საკმარისი არაა. ის მარცხენა მცველსა და კიდევ ერთ ნახევარმცველს ითხოვს.
გუნდიდან ლუკა დინის წასვლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟორდი ალბას რეზერვისტად ხუან მირანდა ან მარკ კუკურელია მოგვევლინებოდნენ. თუმცა, Sport-ის ცნობით, ვალვერდეს გუნდში ახალი მარცხენა მცველის მოყვანა სურს.
იმავე წყაროს ინფორამციით, ვალვერდეს სურს დაიმატოს ნახევარმცველი, რომელიც მოედნის ცენტრს გააკონტროლებს. სახელდება პოლ პოგბას ვარიანტი – ფრანგი შუახაზელის ტრანსფერი ძვირი იქნება და პრობლემას ისიც ქმნის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” მისი შემცლელი 9 აგვისტომდე უნდა შეიძინოს. თუმცა, საქმეს პოგბასა და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ცუდი ურთიერთობა ამარტივებს.
მარცხენა მცველად ძალიან მომწონს ალექს ტელესი მაგარი ბიჭია 26 ის გახდება დეკემბერში პორტუშია ეხლა თან როგორც მარცხენა მცველად ასევე ვინგერად და გარემარბად შეუძლია თამაში ანუ მთელ მარცხენა ფლანგზე არამგონია სკამზე რო დაჯდეს მაგრამ ისე გამოვა რო ხშირად მოუწიოს თამაში ალბაც 29 ის არის და ხანდახან ჭირდება დასვენება პახოდუ ცოტა წინაც შეუძლიათ რო მისცენ დრო რა ალბა მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მოვამზადოთ ჩლსთვის და ა.შ. სისწრაფეც აქვს ძალიან ტექნიკურია კარგადაც ურტყამს ფიზიკურადაც ძლიერია და პასებიც მშვენიერიაქვს დაბალიც არაა 181 სმ არი თუ182