“მილანთან” შეხვედრის შემდეგ, “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
სერჟი რობერტო
“სამივე თამაში ნორმალურად ჩავატარეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მოგება ვერ შევძელით. ჩემთვის კი კაპიტნის სამკლავურის მორგება საამაყო მომენტი იყო. 12 წელია, რაც ამ კლუბში ვარ და სასიხარულოა, რომ კაპიტნად ამირჩიეს”.
რიკი პუჩი
“თითოეული მომენტით სიამოვნებას ვიღებ. პირველ გუნდთან ერთად მოედანზე გატარებული წუთები თავდაჯერებას და მეტის გაკეთების სურვილს მმატებს. ტურნირი ჩვენთვის სახარბიელო შედეგით არ დასრულდა, თუმცა მთავარი ისაა, რომ გამოცდილება მივიღეთ”.
პაკო ალკასერი
“ტრავმის შემდეგ მოედანზე ხელახლა გასვლას მოუთმენლად ველოდი. გვსურდა, მეტოქე წნეხის ქვეშ მოგვექცია და მათ ცენტრალურ მცველებს ადვილად გავცდენოდით, მაგრამ “მილანი” მთლიანად დაცვაში დადგა და სივრცეები არ მოგვეცა”.
ხუან მირანდა
“ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელებმა აქ თამაშის შანსი მომცეს. “ბარსელონას” საზღვარგარეთ წარდგენა დიდი გამოცდილებაა”.