”უეფამ” დისციპლინალური საქმე გახსნა ლონდონის ”არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერისა და ლონდონური კლუბის ნახევარმცველის, სამირ ნასრის წინააღმდეგ. საქმე ეხება მათ ქცევას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური მატჩის დროს, რომელიც ლონდონელებმა ”ბარსელონას” წინააღმდეგ გამართეს. ორივე მათგანს ბრალად შეუსაბამო ქცევა ედებათ. მათ საქმეს 17 მარტს განიხილავს ”უეფას” დისციპლინარული კომისია.
შეგახსენებთ, რომ ვენგერი და ნასრი ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ შვეიცარიელი არბიტრის, მასიმო ბუზაკის გადაწყვეტილებით. ლონდონელებმა მკაცრად გააკრიტიკეს მატჩის მთავარი მსაჯი, რომელმაც მოედნიდან გააძევა რობინ ვან პერსი. ამ უკანასკნელმა მსაჯის სასტვენის შემდეგ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით. ასეთი საქციელი კი ”უეფას” წესების მიხედვით ყვითელი ბარათით ისჯება. ვინაიდან ვან პერსის უკვე ჰქონდა მიღებული ერთი ყვითელი ბარათი, მსაჯი იძულებული გახდა ის მოედნიდან გაეძევებია.