ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური მატჩის შემდეგ ხავიერ მასკერანომ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. რა თქმა უნდა მედიის წარმომადგენლები მასიმო ბუსაკის მიერ რობინ ვან პერსის მოედნიდან გაძევების თემას შეეხნენ, რაზეც მასკერანომ ასეთი კომენტარი გააკეთა:
”მართალია, ”ბარსელონა” ყოველთვის მსაჯების დახმარების გამო იგებს და ვერ ახერხებს თავისი თამაშის ჩვენებას, მიუხედავად კარის მიმართულებით 19-ჯერ დარტყმისა, ბურთის ფლობის 74%-ანი მაჩვენებლისა და 900-ზე მეტი გადაცემისა. უსამართლობა იქნებოდა ”არსენალი” რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე. მათ არცერთხელ არ დაურტყავთ კარის მიმართულებით და ვენგერმა ეს ძალიან კარგად იცის.” – ირონიულად აღნიშნა არგენტინელმა.
მასკერანომ ”ფარისევლები” და ”სულელები” უწოდა მათ, ვინც ”ბარსელონას” მოგებას მსაჯს აბრალებს და თვლის, რომ ”ბარსა” ვერ გასცდებოდა ”არსენალს” რომ არა არბიტრი.
მასკერანომ ”ბარსა” აშკარა გოლისგან იხსნა. ”მე უპირატესობას გუნდურ თამაშს ვანიჭებ და არა ინდივიდუალურს. ჩვენ არ მივეცით ”არსენალს” თავისუფლად სუნთქვის საშუალება და სწორედ ეს გახდა ჩვენი გამარჯვების მიზეზი. ”ბარსელონა” თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის ერთგულია და არასდროს კარგავს თავის ინდივიდუალურობას. ”ბარსამ” ითამაშა ისე, როგორც ”ბარსას” შეეფერება. შეიძლებოდა თამაში ანგარიშით 5:1 დასრულებულიყო.”
”ჩემი მხრიდან სისულელე იქნება უფრო მეტი სათამაშო დროის მოთხოვნა, მაშინ, როდესაც გუნდში თამაშობენ ჩავი, ბუსკეტსი და ინიესტა. მე კარგად მესმის არსებული შეზღუდვები.”