workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თომას ტუხელი: რაბიომ თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს

თომას ტუხელი: რაბიომ თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი გუნდის ნახევარმცველის, “ბარსელონას” სამიზნის, ადრიან რაბიოს მომავლის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს.

“ყველაფერი თავად რაბიოზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ჩვენთან დარჩენა და ჩვენს სტილთან ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ახალ გამოწვევებთან შეჭიდება მოუწევს.” – ციტირებს ტუხელის სიტყვებს Mundo Deportivo.

რაბიოსა და პსჟ-ს შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომდევნო წელს გასდის. ფრანგი ნახევარმცველით “ბარსელონაა” დაინტერესებული და კატალონიურ კლუბში თამაში თავად 23 წლის ფეხბურთელსაც სურს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” ტრანსფერის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ტუხელის კომენტარიდან ირკვევა, რომ ეს შეუძლებელი სულაც არაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • basa7
    schedule 22 ივლ 2018, 14:05
    #8

    ეჰ ისე მიდის საქმე აგვისტოს ბოლოს მართლა გუგავას მოყვანაზეც თანახმა ვიქნებით:))))))))))))))))

  • altima88
    schedule 22 ივლ 2018, 11:42
    #7

    ბიჭებო ახალი წესით სატრანსფერ' ფანჯარა როდის იხურება?

  • messiiesta
    schedule 22 ივლ 2018, 10:57
    #6

    ყოველ ზაფხულს ერთიდაიგივე ხდება გაზეთებს მაგრად ყიდიან ფეხბურთელებს ვერც ყიდიან დდა ვერც ყიდულობენ

  • Berlinetta♥
    schedule 22 ივლ 2018, 10:47
    #5

    თემატური ფოტოა )) რაბიოზე ისე დარწმუნებით იძახით უარს, უეჭველი იცით რომ უკეთესი მოვა ? არც პოგბაა ბარსას პრიორიტეტი, არც კანტე, სავიჩზეც აღარაფერი იწერება , და რაბიოც თუ არა მოგიწევთ რაკიტიჩის ყურება , ან პარეხოს მოიყვანენ :დ

  • Arctic Wolf
    schedule 22 ივლ 2018, 08:36
    #4

    ეს პიანიჩი არ მინდა არანაირ ვარიანტში რა. პოგბა ძალიან მაგარი ფეხბურთელია, ორი აზრი არაა, მაგრამ გაიგეთ, ხალხო, პოგბასნაირი სტილისა და აღნაგობის მოზვერი ფეხბურთელი არაა ბარსასთვის შექმნილი. თუ ეძებთ ვინმეს, ვინც ბარსას სტილს აკვდება ისევე, როგორც დონეს, ესაა ტიაგო ალკანტარა. ვინც იტყვით, არასტაბილურია და დიდ თამაშებს აგდებსო, არაა მასე. რეალთან ბოლო თამაშში ძალიან მაგარი იყო. ასევე, ბუნდესლიგაში რაც ითამაშა, ყველა მნიშვნელოვანი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა და სიმბოლურ ბუნდესლიგის გუნდშიც სულ ხვდებოდა. როცა მთლიანი გუნდი აგდებს თამაშს იგივე რეალთან, მარტო ტიაგოს ვერ მოსთხოვთ ყველაფერს და თუ გუნდიც უწყობს ხელს, ნახეთ რაც შეუძლია. რაბიო ძალიან კარგია, მაგრამ არ მჯერა, რომ იმაზე ბევრად კარგი გახდება, ვიდრე ახლაა. ნახევარდაცვაში ყველაზე კარგი ვარიანტები იყო, ჩემი აზრით: დე იონგი, არტური (როგორც ახალაგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელები) და ტიაგო (როგორც გამოცდილი და დაღვინებული). დე იონგზე კიდევ უნდა იწვალონ, იქნება მოახერხონ გადმობირება, თუ არა, ტიაგო უეჭველი გადმოიყვანონ, ნაჩუქარ ფასადაა. იდეალურ ვარიანტში, ორივე.

  • GIo-GxP-FCB
    schedule 22 ივლ 2018, 08:10
    #3

    მგონია რო მოიყვანენ 28 წლის პიანიჩის მოყვანას 23 წლის რაბიო მირჩევნია არადა პიანიჩი ძალიან მომწონს რომადან მოყოლებული

  • Don 8
    schedule 22 ივლ 2018, 04:07
    #2

    აუამანაც ხო შეიგდოო ვაფშეე.. თუ მოყავთ მოიყვანონ თუარადა აგერ შოკოლადივით პოგბაა მოსაყვანი .. რაბიოს ჩაყვნენ საფლავში ..აბიდალმა იცის რომელი ფრანგია მოსაყვანი და მოიყვანს ..

  • SHOTAMESSI10
    schedule 22 ივლ 2018, 03:01
    #1

    იყიდეთ რაბიო