ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელი მარცხის შემდეგ კატალონიის “ბარსელონასთან” (1:3) მსაჯი მწარედ გააკრიტიკა. რაც შეეხება “ბლაუგრანას” დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას, იგი ძალიან კმაყოფილია თავისი შეგირდების თამაშით.
არსენ ვენგერი
“ასეთი გადაწყვეტილების მიღება (ვან პერსის გაძევება) შეეძლო მხოლოდ ისეთ ადამიანს, რომელსაც არასოდეს არ უთამაშია ფეხბურთი. მატჩის შემდეგ ბუზაკას პირში ვუთხარი, თუ რას ვფიქრობდი მის ასეთ საქციელზე. რაც შეეხება “ბარსელონას”, ისინი ამ დროისათვის მსოფლიოს საუკეთესონი არიან და ჩემი ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. შემდეგ ეტაპზე გასვლაც კი შეგვეძლო, თუმცა არ გაგვიმართლა. ძალიან დამწუხრებული ვარ, მაგრამ ამავდროულად ბედნიერიც კატალონიელებთან ასეთი კარგი შედეგი რომ ვაჩვენეთ.”
ხოსეპ გვარდიოლა
“ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი დავრჩი. მესის პირველმა გოლმა მთელი “ნოუ–კამპი” გამოაცოცხლა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ანდრეს ინიესტა ამ შეხვედრაში შეუდარებელი იყო. ასევე ხავიერ მასკერანოს მატჩის მიწურულს ბენდტნერისთვის რომ არ გაესწრო და ბურთი არ ჩაეჭრა ახლა ასეთი ბედნიერები არ (ვერ) ვიქნებოდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ 90 ათასზე მეტ გულშემატკივარს, რომელიც “ბარსასთვის” მხარის დასაჭერად მოვიდა სტადიონზე. რაც შეეხება ვან პერსის გაძევებას: მე მესმის არსენ ვენგერის. მას ნამდვილად აქვს უფლება იყოს უკმაყოფილო მსაჯის მიმართ. თამაშის შემდეგ მან მითხრა: “მიულოცე ჩემგან ბუზაკას ეს წარმატება”. მართალია 10 ფეხბურთელს მოვუგეთ, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იქამდეც, სანამ რობინს გააძევებდნენ “მეთოფეებს” პრაქტიკულად საგოლე შანსი არ ჰქონიათ. ბურთის ფლობა 70%–30%–ზე იყო “ბლაუგრანას” სასარგებლოდ. საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ 1/4 ფინალში გასვლით. წინ კიდევ ბევრი დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გველის.”