ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს შეადარა.
“მე მიყვარს მესი არა რონალდუს საწინააღმდეგოდ, არამედ იმიტომ, რომ მას ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ. ის მე უნიკალურ ემოციებს მაძლევს. კრიშტიანუს ხარვეზები არ აქვს, მაგრამ საქმე ამაში არაა. მე მიყვარს ჩოგბურთი და კრიშტიანუ როგორც ნადალია – ფანტასტიკური ათლეტი, რომელმაც თავი ტალანტით, მძიმე მუშაობითა და მონდომებით გარდაქმნა.
მესი კი უფრო ფედერერია, სუფთა ხელოვნება და კლასი. ისინი განსხვავებულები არიან და ყველას შეუძლია არჩევა. მე მესის ვირჩევ იმიტომ, რომ მას მატჩების ბედის გადაწყვეტა უბრალოდ მდგომს შეუძლია. მას ფიზიკური ძალისხმევა თითქმის არ სჭირდება.” – ციტირებს კასანოს Football Italia.
ძალიან მაგარი შედარება გააკეთა.
პ.ს. გამარჯობათ, მე დიდი ხანია ვკითხულობ barcamania-ზე პოსტებს მაგრამ ახლახანს დავრეგისტრირიდი.
ყველაზე მაგარი შედარება იყო რაც გამიგონია
genatsvale jigaar
ე, არ იცის? :დდდ