პსვ-ს მთავარმა მწვრთნელმა, მარკ ვან ბომელმა განაცხადა, რომ ჰოლანდიურ კლუბს გუნდის მექსიკელი ნახევარმცველის, ირვინგ ლოსანოს გაყიდვა არ სურს.
“ჩვენ მისი დაკარგვა არ გვსურს. შესაძლებელია თუ არა, რომ 40 ან 50 მილიონ ევროზე უარი ვთქვათ? დიახ, ეს შესაძლებელია.” – ციტირებს ვან ბომელს Marca.
ლოსანოს კონტრაქტი პსვ-სთან 2023 წლამდეა გათვლილი. პრესის ინფორმაციით, “ბარსელონას” გარდა მექსიკელი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი” და “ევერტონი” ინტერესდებიან.
ესეც მოსაყვანია თან სასწრაფოდ მარა ის არმესმის ევერტონი ყველგან რატოა გაჩხერილი რა კონკურენციას გაუწევს ეგ მანჩესტერს ან ბარსას
არადა მართლა მაგარი ბიჭია )) ძაან გამიხარდება ამის მოყვანა და პლიუს პოგბა მეტი არავინ მინდა ახლა, დე იონგი სამომავლოდ იყოს არაა საჩქარო.და ეს პავონი საიდან მოიტანეთ რა პავონი : ))))
გეთანხმები, ეს და პოგბა რომ მოიყვანონ სასწაული გუნდი გვეყოლება. ნახევარდაცვა ბუსი-პოგბა-კოუ. იფ იფ იფ. პავონზე მინდოდა დაწერა, სად ნახეს მაგის კარგი ფეხბურთელობა, ან შეიძლება მე არ მახსოვს და რამე ღირებული გააკეთა ამ მსოფლიოზე. ჩბეულებრივი ბურთი გაიგდე-გაეკიდე ფეხბურთელია, წესიერი პასი არ გაუკეთებია ფლანგიდან ტიპს. შეიძლება დი მარია რო იყო მთელ რიგ თამაშებში საზიზღარი, მაგის ფონზე მოეჩვენათ კარგად, არ ვიცი, სხვა ვერსია არ მაქვს.
და ერთი დემბელე ორივე ფლანგზე რანაირად უნდა იდგეს? დამისახელე მეორე ვინგერი გუნდში.
არადა მართლა მაგარი ბიჭია )) ძაან გამიხარდება ამის მოყვანა და პლიუს პოგბა მეტი არავინ მინდა ახლა, დე იონგი სამომავლოდ იყოს არაა საჩქარო.და ეს პავონი საიდან მოიტანეთ რა პავონი : ))))
გუნდში არ გვყავს ნომინალური მარცხენა ვინგერი. ან დემბელე უნდა აწვალონ მანდ, ან კოუტინიო, ან მთლად უარესი, სუარესი. ტიპურ 4-3-3 მარცხენა შემტევის გარეშე რო ვერ ვითამაშებთ, ყველამ ვიცით. ამ ბიჭის მოყვანა მაინც არაა კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული, 22 წლისაა და ძალიან დიდი ნიჭი აქვს, მითუმეტეს ბარსასნაირ შემტევ გუნდში, სადაც დიდი დატვირთვა აქვთ ვინგერებს, კარგად განვითარდება. მარა არც იჩენენ მგონი სერიოზულ ინტერესს. დაიწყება სეზონი და აღმოაჩენენ მერე ალბათ რო მარცხენა შემტევი გვჭირდება და მოათრევენ ვინმე 45 წლისას ლიგა 4-ის გუნდიდან.
აუტანელი სტატიებია ))) არავის ფეხბურთელის გაყიდვა არ უნდა თურმე ))