დღევანდელ მატჩამდე, კარლეს პუიოლი “უეფასგან” 100.000 ევროს ჩეკს მიიღებს. ეს კი მან იმის გამო დაიმსახურა, რომ “უეფას” ოფიციალური საიტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, იგი 2010 წლის გუნდის კაპიტანი გახდა…
მოგეხსენებათ “უეფას” 2010 წლის გუნდის კაპიტანი კატალონიის “ბარსელონას” ცენტარლური მცველი და გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი გახდა. მას მატჩამდე “უეფას” პრეზიდენტის მიშელ პლატინისგან და ვილია გაილიარდისგან 100 ათასი ევროს ჩეკი გადაეცემა. გუნდის კაპიტანი კი თავის მხრივ ამ თანხას “წითელ ჯვარს” გადასცემს. ეს თანხა ავღანეთში დაშავებულთა ფიზიკურ რეაბილიტაციას მოხმარდება.
“უეფას” ოფიციალურ საიტთან საუბარში, კარლეს პუიოლმა განაცხადა: “ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ uefa.com-ის წლის გუნდის კაპიტნად დამასახელეს. მე ბედნიერი ვარ, რადგანაც მე ფეხბურთს მხოლოდ ჩემი კეთილდღეობისთვის არ ვთამაშობ. მე მოხარული ვარ, რომ ამით შემიძლია დავეხმარე ჩემზე ნაკლებად იღბლიან ხალხს და იმედი მაქვს, რომ ისინი საკუთარ ცხოვრებას გაიუმჯობესებენ.”
“წითელი ჯვრის” ფინანსური რესურსებისა და ლოჯისტიკის დირექტორმა, ჰელენ ალდერსონმა განაცხადა: “კარლეს პუიოლი ჩვენ მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ აღგვითქვამს. იგი ჩვენ მორალურადაც გვეხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ავღანეთში მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.”
აქვე შეგახსენებთ, რომ “უეფას” 2010 წლის გუნდში კარლესთან ერთად “ბარსას” 5 სხვა ფეხბურთელიც მოხვდა. გულშემატკივართა რჩეული ხერარდ პიკე, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, ლეო მესი და დავიდ ვილიაც გახდნენ.



