workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დოს სანტოსი: “ძალიან მიყვარს “ბარსელონა”, მაგრამ…”

დოს სანტოსი: “ძალიან მიყვარს “ბარსელონა”, მაგრამ…”

“რასინგის” მექსიკელმა ნახევარმცველმა ჯოვანი დოს სანტოსმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა მადრიდის “რეალში” “ბარსელონას” დიდი სიყვარულის მიუხედავად.

 

“მე “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ვარ და იქ კვლავ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ძალიან მიხარია, როდესაც კატალონიელები წარმატებას აღწევენ; ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვარ, თუმცა ნამდვილ კულედ მაინც არ ვითვლები. თუკი “რეალში” მიმიწვევენ აუცილებლად დავთანხმდები, რადგან “ბერნაბეუზე” თამაშს აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. იმედია “ბარსას” ფანები ამას არ მიწყენენ.” –განაცხადა დოს სანტოსმა.

ჯოვანიმ ერთი წელი “ბარსა ბ”–ში გაატარა და 27 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შესძლო. რაც შეეხება პირველ გუნდს, მან 28 მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება და თავი მხოლოდ 4–ჯერ გამოიჩინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში