workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვენგერი: “ფეხბურთელები მზად არიან თავები გაწირონ, რათა გავიმარჯვოთ”

ვენგერი: “ფეხბურთელები მზად არიან თავები გაწირონ, რათა გავიმარჯვოთ”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაზე, სადაც მისი შეგირდები კატალონიას ეწვეევიან და ადგილობრივ “ბარსელონას” დაუპირისპირდებიან (პირველი მატჩი ლონდონში მეთოფეების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა).

 

“ხვალ გველის უმნიშვნელოვანესი მატჩი. ჩვენ ბოლო თამაშებია კარგ შთაბეჭდილებას ვტოვებთ და “აკრეფილი” გვაქვს. ძალიან გვსურს “ბარსელონას”  ბარიერის გადალახვა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელება. თქვენ თუ შეეკითხებით ნებისმიერ ფეხბურთელს ხვალინდელი შეხვედრის შესახებ, დარწმუნებული ვარ თითოეული მათგანი გიპასუხებთ: “მე მზად ვარ ჩემი გუნდისთვის თავი გავწირო და მოვაპოვებინო გამარჯვება”. “არსენალიც” და “ბარსელონაც” ერთნაირი სტილის ფეხბურთს თამაშობს. ორივე გუნდი ცდილობს აჩვენოს სანახაობრივი ფეხბურთი. ჩვენი მთავარი მიზანია არ მოვექცეთ კატალონიელთა წნეხის ქვეშ. რამდენად შევასრულებთ ამ დავალებას ამას რამდენიმე საათში შევიტყობთ.” –ციტირებს ვენგერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward