“ბარსელონა” იერი მინას გასაყიდად მზადაა

“ბარსელონა” იერი მინას გასაყიდად მზადაა

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი, იერი მინა შემდეგ სეზონში კატალონიური კლუბის ღირსებას აღარ დაიცავს, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე 23 წლის კოლუმბიელ მოთამაშეზე იმედებს არ ამყარებს და მისი ტრანსფერზე განთავსება გადაწყვიტა.

გასულ ზამთარში, 12 მილიონ ევროდ, “პალმეირასიდან” გადმოსულმა მინამ “ბარსას” შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო, ახლა კი კლუბი მზადაა ან გაყიდოს ის, ან იჯარით გაუშვას.

მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელის ვაკანსიას, ევროკავშირის მოქალაქეობის არქონასთან დაკავშირებით, “გრემიოს” ნახევარმცველი, არტური დაიკავებს, რომელიც კატალონიელებს, სავარაუდოდ, ივლისში შეუერთდება.

მინას კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2023 წლამდე მოქმედებს, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა. მის მიმართ ინტერესს “ბეტისი”, დორტმუნდის “ბორუსია” და “ფენერბაჰჩე” იჩენენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Guro messi
    schedule 25 ივნ 2018, 12:31

    წარმატებები

  • ბათუმსკი92
    schedule 25 ივნ 2018, 09:56

    დააყენოს ძირითადში და ყველას აჯობებს

  • mesi_10
    schedule 25 ივნ 2018, 02:19

    ას მილიონს კი არა ათ მილიონსაც არ გადაიხდიან .

  • GUGU 10
    schedule 24 ივნ 2018, 17:00

    ეს ვაბშე რაზე მოიყვანეს ტიპმა ორიატჩი ითამაშა და ორი ტიტული მოიგო

  • Don_Andresito
    schedule 24 ივნ 2018, 16:20

    ციტატა: azulgerana
    ბორუსია ან ბეტისი და სავარაუდოდ რამდენად გაიყიდება?


    10 maximum. Rac gadaixades tu amoiges egec gamikvirdeba. Ijarit gaushvan iqneb gamovides rame.

  • bembele
    schedule 24 ივნ 2018, 15:29

    ხო ეს გაყიდონ და ტრამვაელენი დაიტოვონ ტიპები რა ჩამოსხვა YLეები არიან მართლა ეს რო გაყიდონ და ვერმაელენზე რო თქვან რო იმედებს ვამYარებთო

  • სერხი რობერტო
    schedule 24 ივნ 2018, 15:15

    ვალვერდე გააგდეთ ვინებს უშვებს ჩემი :/